ფიუჩერსული ბირჟა
ფიუჩერსული ბირჟა — სასაქონლო ბირჟის თანამედროვე ფორმა, რომელზეც ფიუჩერსული კონტრაქტებით მიმდინარეობს ვაჭრობა. ფიუჩერსულ ბირჟაზე სასაქონლო ბირჟაზე რეალური საქონლით ვაჭრობისგან განსხვავებით: გარიგებები უმეტესწილად ფიქციური ხასიათისაა (გარიგების მხოლოდ 1-2% მთავრდება საქონლის მიწოდებით, ხოლო დანარჩენი ფასებს შორის განსხვავების დაფარვით ხორციელდება); კონტრაქტის ყველა პირობა (გარდა ფასებისა) უნიფიცირებულია; გარიგებები გაუპიროვნებელია, რადგან მყიდველსა და გამყიდველს შორის შუამავლობას ასრულებს საანგარიშსწორებო პალატა.[1]
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]