„ფიპრესი“ (აბრ.FIPRESCI, ფრანგ. Fédération internationale de la presse cinématographique) — კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია, ქართულ ენაზე აგრეთვე ცნობილი როგორც კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაცია. დაარსებულია 1930 წელს ბრიუსელში,[1] ხოლო მისი გენერალური ასამბლეა იტალიაში მდებარეობს.

კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაცია
აბრევიატურა FIPRESCI
შეიქმნა 6 ივნისი, 1930; 93 წლის წინ (1930-06-06)
ტიპი კინოკრიტიკოსთა ორგანიზაცია
მდებარეობა მიუნხენი, გერმანია
ენა ინგლუსური, ფრანგული
თავმჯდომარე Isabelle Danel, Alin Taşçıyan, Andrei Plakhov და Jean Roy
ოფიციალური საიტი

ორგანიზაცია თავის მიერ დაწესებულ პრიზებს მსოფლიოს 80 კინოფესტივალზე გადასცემს. „ფიპრესის“ ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Historical background 1925–1945. www.fipresci.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-29. ციტირების თარიღი: 2010-07-31.