ფინეთის დემოგრაფია

ფინეთის მოსახლეობა შეადგენს 5.3 მლნ ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 17-ს. შედეგად, ფინეთი ევროპაში მესამე ყველაზე მეჩხერად დასახლებული სახელმწიფოა ისლანდიისა და ნორვეგიის შემდეგ. მოსახლეობის გადანაწილება საკმაოდ არათანაბარია: უდიდესი ნაწილი თავმოყრილია სამხრეთ-დასავლეთის პატარა სანაპირო ზოლში. ურბანიზაციის დონე 64%-ს შეადგენს, მათ შორის, მხოლოდ ჰელსინკის მეტროპოლიაში 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. არქტიკულ ლაპლანდიაში კი კვადრატულ კილომეტრზე 2 ადამიანი მოდის.

ფინეთის მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკა
ფინეთის მოსახლეობის პირამიდა (2005), კაცები:მარცხნივ, მუქი ლურჯი. ქალები:მარჯვნივ, ღია ლურჯი

ფინეთი ეთნიკურად ერთგვაროვანი ქვეყანაა, ძირითადად ფინური ხალხებით დასახლებული. ოფიციალური ენებია ფინური და შვედური, მოგვიანებით მათ დაემატა ერთ-ერთი ადგილობრივი ენა, რომელზეც მოსახლეობის 5% საუბრობს.[1] შვედურისთვის ოფიციალური ენის სტატუსი ისტორიული და პოლიტიკური ვითარებით აიხსნება - XIII საუკუნიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე ფინეთი შვედეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.

მორწმუნეთა 79% ლუთერანული ეკლესიის მიმდევარია.

მოსახლეობა რედაქტირება

  • 2008 წლის ბოლოს: 5,304,840
  • 2009 წლის ბოლოს: 5,351,427
  • 2010 წლის ბოლოს: 5,375,276

სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა რედაქტირება

  • 0-14 წლამდე: 16.6% (კაცები 459,950; ქალები 441,220)
  • 15-64 წლამდე: 66.4% (კაცები 1,772,600; ქალები 1,734,450)
  • 65 წელზე მეტის: 17.0% (კაცები 351,180; ქალები 517,530)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Statistics Finland: Finland in Figures. ციტირების თარიღი: 2007-06-21.