ფინეას ბერდ ო’კონელი (ინგლ. Finneas Baird O'Connell; დ. 30 ივნისი, 1997, ლოს-ანჯელესი), აგრეთვე ცნობილია როგორც FINNEAS )[1]ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი. შექმნილი აქვს მუსიკა სხვადასხვა შემსრულებლებისთვის, მათ შორის მისი დისთვის, ბილი აილიშისთვის.

ფინეას ო’კონელი
მშობლიური სახელი Finneas O'Connell
დაბადების სახელი ფინეას ბერდ ო’კონელი
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1997 (1997-07-30) (26 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
აქტიური 2011-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი კლავდია სულევსკი (2018-დღემდე)
ნათესავები ბილი აილიში
ინსტრუმენტები
  • ვოკალი
  • ფორტეპიანო
  • გიტარა
  • ბას-გიტარა
  • ციფრული აუდიოსადგური
ლეიბლები
  • OYOY
  • AWAL
ასოციაციები

ფინეას ო’კონელი დაიბადა და გაიზარდა ლოს-ანჯელესში, მსახიობ მეგი ბერდისა და მუსიკოს პატრიკ ო’კონელის ოჯახში. მას აქვს ირლანდიური და შოტლანდიური წარმომავლობა. სიმღერების წერა 12 წლის ასაკში დაიწყო.[2]

იგი არის ჯგუფ The Slightlys-ის წამყვანი ვოკალისტი და სიმღერების ავტორი. ო’კონელი ბილი აილიშის სადებიუტო EP Don't Smile at Me-ის თანაავტორი და თანაპროდიუსერია, რომელიც ბილბორდ 200-ის ჩარტში მეთოთხმეტე ადგილზე მოხვდა.[3][4]

ო’კონელმა შეასრულა შეინის როლი დამოუკიდებელ ფილმში Life Inside Out (2013).[5] იგი ასევე ცნობილია თავისი როლით Fox-ის ტელესერიალში „კლუბი.“[6] 2011 წელს მან შეასრულა სპენსერის როლი ფილმში „ცუდი მასწავლებელი“. მან ასევე განასახიერა ეპიზოდური როლი ABC-ის შოუში „ამერიკული ოჯახი“.

დისკოგრაფია რედაქტირება

სინგლები
  • „New Girl“ (2016)
  • „(2017)
  • „I'm in Love Without You“ (2017)
  • „Heaven“ (2018)
  • „Life Moves On“ (2018)
  • „Landmine“ (2018)
  • „Hollywood Forever“ (2018)
  • „College“ (2018)
  • „Luck Pusher“ (2018)
  • „Let's Fall In Love For The Night“ (2018)
  • „Claudia“ (2019)
EP
  • Blood Harmony (2019)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Finneas. ციტირების თარიღი: 11 November 2018.
  2. Meet FINNEAS, Billie Eilish’s Big Brother and Your New Music Crush. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-28. ციტირების თარიღი: 2019-11-20.
  3. Billboard 200 Chart Moves: Billie Eilish's 'Don't Smile at Me' Hits New High.
  4. Billie Eilish Chart History.
  5. „When it's 'Life Inside Out,' they turn to music“. ციტირების თარიღი: 18 April 2018.
  6. Former Glee Actor-Musician Finneas O’Connell Talks About the Show’s Pop-Culture Legacy, His Adoration for Kesha and Why He Goes to ‘Desperate Measures’ for His Girlfriend | skyelyfe | Music & Lifestyle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 14 February 2018.