ფინანსური აღრიცხვა

ფინანსური აღრიცხვაბუღალტრული აღრიცხვის ნაწილი, რომლის მიერ მომზადებული ინფორმაცია განკუთვნილია შიდა და გარე მომხმარებლებისათვის, განსხვავებით მმართველობითი აღრიცხვისაგან, რომელიც ინფორმაციას მხოლოდ საწარმოს შიდა მომხმარებლებს აწვდის.

ბუღალტრული აღრიცხვა
  • პირდაპირი დანახარჯები
  • ზედნადები დანახარჯები


ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა ემყარება ოპერატიულ აღრიცხვის მონაცემებს. ამ ინფორმაციის სათანადოდ დოკუმენტაციის, დაჯგუფების, შეფასების, ანგარიშებზე ასახვის და ბოლოს ბალანსსა და ანგარიშგებაში განზოგადოების გზით ხდება მიწოდება ინფორმაციის ფართო ფენისათვის.

ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები რედაქტირება

ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების მიზანია საწარმოს საქმიანობის შედეგების, ფინანსური მდგომარეობისა და მასში მომხდარი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელთა ფართო ფენებს, რათა დაეხმაროს მათ ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ იგი ინფორმაციის გარე მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსური ინფორმაციის სახით გამოქვეყნებას ექვემდებარება. ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები არიან:

  • პოტენციური ინვესტორები - დაინტერესებულნი არან მათ მიერ ჩადებული ინვესტიციებისა და ამ ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული რისკით.
  • საწარმოს პერსონალი - დაინტერესებულია საწარმოს ფინანსური სტაბილურობით და მომგებიანობით.
  • საკრედიტო ორგანიზაციები - დაინტერესებულნი არიან მათ მიერ გაცემული კრედიტებისა და ამ კრედიტების სარგებლობისათვის სათანადო პროცენტების დროული დაბრუნებით.
  • სავაჭრო კრედიტორები - დაინტერესებულნი არიან ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განისაზღვროს, რამდენად დროულად მიიღებენ ისინი მათ კუთვნილ თანხებს.
  • მყიდველები და დებიტორები - ფინანსურ ანგარიშგებას იყენებენ, რათა დაადგინონ საწარმოს ფუნქციონირების ხანგრძლივობა, დაადგინონ, ხომ არ არის მოსალოდნელი საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტა.
  • სახელმწიფო უწყებები - დაინტერესებულნი არიან გაერკვნენ თუ რამდენად ჯეროვნად ხდება საწარმოს მიერ გადასახადების გადახდა.
  • საზოგადოება - დაინტერესებულია გაერკვეს საწარმოს როლით ეკონომიკაში და რამდენად შეუძლია იმოქმედოს საზოგადოების დასაქმების მიმართულებით.

ფინანსური ინფორმაციის ყველა მომხმარებელს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაცია აინტერესებს, მაგრამ ბასს-ები ორიენტირებულნი არიან ინვესტორთა ინტერესებზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ა. ხორავა "ბუღალტრული აღრიცხვა" თბილისი. 2008.
  • რ. ძაძამია "ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება" თბილისი. 2008