ფილიპ გარელი (ფრანგ. Philippe Garrel; დ. 6 აპრილი, 1948, პარიზი) — ფრანგი რეჟისორი, კინემატოგრაფი, დრამატურგი და პროდიუსერი. მის ფილმებს მიღებული აქვს პრესტიჟული ჯილდოები კანისა და ვენეციის კინოფესტივალებზე.

ფილიპ გარელი (2008)

მსახიობი მორის გარელის ვაჟი 1948 წელს დაიბადა პარიზში. კინოკარიერა 1964 წელს დაიწყო პირველი ფილმით "Les Enfants Désaccordés". მის მომავალ მეუღლეს, გერმანელ მომღერალ ნიკოს 1969 წელს შეხვდა, როდესაც ის მისი ფილმისთვის "Le Lit de la Vierge" სიმღერას იწერდა. ნიკო პირველად 1972 წელს გამოჩნდა მის ფილმში "La Cicatrice Intérieure" (ქართ. "შინაგანი იარა"). მას შემდეგ ნიკო მის რამდენიმე სხვა ფილმშიც გამოჩნდა. მათი ათწლიანი ურთიერთობა 1979 წელს დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება