ფიგაროს ქორწინება

ფიგაროს ქორწინება (იტალ. Le nozze di Figaro; გერმ. Die Hochzeit des Figaro ან Figaros Hochzeit) — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მიერ დაწერილი ოპერა (KV 492). იტალიურენოვანი ლიბრეტო ეკუთვნის ლორენცო და პონტეს. ლიბრეტო დაფუძნებულია 1778 წელს პიერ ბომარშეს მიერ დაწერილ კომედიურ პიესაზე „შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება“. ფიგაროს ქორწინების პირველი წარმოდგენა გაიმართა 1786 წლის 1 მაისს ვენის ბურგთეატრში.

ფიგაროს ქორწინების პრემიერის აფიშა

ფიგაროს ქორწინებას ეფუძნება რამდენიმე მხატვრული ფილმი; ასევე ოპერის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები სხვადასხვა დროს გამოცემულია CD და DVD დისკებზეც.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება