ფეხფესვა უდემანსიელა

ფეხფესვა უდემანსიელა (ლათ. Hymenopellis radicata) — ჰიმენოფელისის გვარის სოკო ფიზალაკრიასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპა, ავსტრალიასა და აშშ-ში.

ფეხფესვა უდემანსიელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფიზალაკრიასებრნი
გვარი:  ჰიმენოფელისი
სახეობა:  ფეხფესვა უდემანსიელა
ლათინური სახელი
Hymenopellis radicata (Relhan) R.H. Petersen (2010)

საჭმელი სოკოა. საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ქუდი. სოკო პირველად აღწერა 1786 წელს ბრიტანელმა მიკოლოგმა რიჩარდ რელანმა როგორც Agaricus radicatus. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ამერიკელმა მიკოლოგმა რონ პეტერსონმა 2010 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus radicatus Relhan, 1786
  • Collybia napipes Sacc. 1887
  • Collybia radicans P. Kumm. 1871
  • Gymnopus radicatus (Relhan) Gray 1821
  • Oudemansiella radicata (Relhan) Singer 1936

აღწერა რედაქტირება

ქუდის დიამეტრი — 3-10 სმ, ბრტყლად ამოზნექილი, ბორცვაკით. კიდებისკენ რადიალურად ზოლიანი, ზედაპირი ლორწოვანი. მოთეთრო ან მოყავისფრო.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები განიერი, სქელი, მეჩხერი, მოთეთრო, კიდეები ყავისფერია.

ფეხის სიგრძე — 10-20 სმ, სისქე — 0,5-0,7 სმ, ქუდისკენ გაწვრილებული, თითისტარისებრი, ძირში ფესვისებურად დაგრძელებული და დაგრეხილი, ხრტილოვანი აგებულების, შუაში გაბერილი, ოდნავ ზოლიანი, თეთრი ან მურა.[1]

რბილობი — თეთრი, განსაკუთრებული სუნის გარეშე (ზოგჯერ სუსტად გამოხატული ხილის სუნით), ახასიათებს მსუბუქი ან მწარე გემო.

სპორები — ფართოელიფსისებრი, უფერული, 12-15X9-11 მკმ.

გავრცელება და ეკოლოგია რედაქტირება

ფართოდაა გაცრცელებული ევროპა, ავსტრალიასა და აშშ-ში, აგრეთვე დაფიქსირებულია იაპონიაში, ალჟირსა და თურქეთში.[2]

საპროტროფია[3] ან პარაზიტი. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, უპირატესად წიფლნარში, ბოტანიკურ ბაღებში, გზების გასწვრივ, გამხმარ და დამპალ ფოთლებს შორის, ასევე დამპალ ხეებზე და მათთან ახლოს, ერთულებად ან მცირე ჯგუფებად.

სეზონი — გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 113, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 113
  2. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2015-04-08.
  3. Władysław Wojewoda (2003). Checklist of Polisch Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Scienceas. ISBN 83-89648-09-1.