ფერდინანდ I (დ. 10 მარტი 1503; ალკალა-დე-ენარესი, ესპანეთი — გ. 25 ივლისი 1564; ვენა, ავსტრია) — საღვთო რომის იმპერატორი 1558 - 1564 წლებში; ასევე იყო 1526 წლიდან უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე, 1527 წლიდან კი ხორვატიის მეფეც, სიკვდილამდე. ტახტზე ასვლამდე კი თავისი ძმის, იმპერატორ კარლ V-ის სახელით მართავდა ავსტრიულ სამემკვიდრეო მიწას ჰაბსბურგთა მხრიდან. ზეობის პერიოდში ფერდინანდის მთავარი გამოწვევა იყო შეჯიბრი ოსმალეთის იმპერიასთან, რომელმაც განსაკუთრებით დიდ წარმატებას 1520-იან წლებში მიაღწია მთელი ცენტრალური ევროპის მასშტაბით; ასევე, რეფორმაცია, რომელმაც შედეგად მოიტანა ქრისტიანული რელიგიის კიდევ რამდენიმე მიმართულებად დაყოფა.

ფერდინანდ I
Ferdinand I
საღვთო რომის 21-ე იმპერატორი
კორონაცია: 14 მარტი, 1559, ვენა, ავსტრია
მმართ. დასაწყისი: 24 თებერვალი, 1558
მმართ. დასასრული: 25 ივლისი, 1564
წინამორბედი: კარლ V
მემკვიდრე: მაქსიმილიან II
ჰაბსბურგთა ავსტრიის მე-3 ერცჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 29 აპრილი, 1521
მმართ. დასასრული: 25 ივლისი, 1564
წინამორბედი: კარლ V
მემკვიდრე: მაქსიმილიან II
უნგრეთისა და ხორვატიის მეფე
კორონაცია: 12 ოქტომბერი, 1526, ესტერგომი,
მმართ. დასაწყისი: 11 ოქტომბერი, 1526
მმართ. დასასრული: 7 სექტემბერი, 1563
წინამორბედი: ლაიოშ II
მემკვიდრე: მაქსიმილიან II
ბოჰემიის მეფე
კორონაცია: 1 ნოემბერი, 1526, პრაღა
მმართ. დასაწყისი: 28 ოქტომბერი, 1526
მმართ. დასასრული: 19 სექტემბერი, 1562
წინამორბედი: ლაიოშ II
მემკვიდრე: მაქსიმილიან II
სხვა წოდებები: რომაელ-გერმანელთა მეფე
ბურგუნდიის ჰერცოგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 მარტი, 1503
დაბ. ადგილი: ალკალა-დე-ენარესი, ესპანეთის კოლონიური იმპერია
გარდ. თარიღი: 25 ივლისი, 1564
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: ანა იაგელონი
შვილები: ელიზაბეთი, პოლონეთის დედოფალი
მაქსიმილიან II, საღვთო რომის იმპერატორი
ანა, ბავარიის ჰერცოგინია
ფერდინანდ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
მარია, კლევის ჰერცოგინია
კათარინა, პოლონეთის დედოფალი
ელეონორა, მანტუას ჰერცოგინია
ბარბარა, ფერარას ჰერცოგინია
კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
ურსულა ავსტრიელი
ელენა ავსტრიელი
იოჰანა, ტოსკანის ჰერცოგინია
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე I ლამაზი
დედა: ხუანა I შეშლილი
რელიგია: ქრისტიანობა, კათოლიციზმი

წინაპრები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: