ფეოფილაქტე ზუბალოვი

ფეოფილაქტე ზუბალოვი (დ. 1915, გუნიაყალა, წალკის მუნიციპალიტეტი — გ. 1968) — საბჭოთა კავშირის გმირი (1943), გვარდიის მაიორი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა გლეხის ოჯახში. 1932 წელს დაამთავრა შრომის ინსტრუქტორთა ერთწლიანი სკოლა. მუშაობდა წალკის რაიონის აღმასკომში. 1936 წლიდან საბჭოთა არმიაში იყო. დიდი სამამულო ომის დროს მონაწილეობდა ხარკოვის, კრივოი-როგის, კრუპიანსკის ბრძოლებში. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე პლაცდარმის აღებისთვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 1946 წელს დაამთავრა ერთწლიანი სამხედრო-პოლიტიკური სკოლა, შემდეგ პიატიგორსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი დაუსწრებლად. 1958 წლიდან დაბრუნდა საქართველოს სსრ-ში.

ლიტერატურა რედაქტირება