ფედოტ ფედოტის ძე ბობილიოვი (რუს. Федот Федотович Бобылёв) (დ. 1819, მოსკოვი, — გ. 1863) — რუსი ჟურნალისტი, პოეტი, კრიტიკოსი.

დაიბადა მოსკოველი ვაჭრის ოჯახში. ლექსებს 1830-იანი წლებიდან აქვეყნებდა. ხშირად იყენებდა სხვადასხვა ფსევდონიმს (დორმიდონ ზევაკინი, ნიკანორ პუსტოხლოპალოვი, ავაკუმ ვავაკილოვი და სხვ.). 1847 წელს სავაჭრო მისიით მიავლინეს კავკასიაში. ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში. თანამშრომლობდა ადგილობრივ პრესაში. აქვეყნებდა წერილებს ქართულ ლიტერატურაზე, თეატრზე (ეს სტატიები ცალკე ბროშურადაც გამოიცა). ალმანახ „ზურნაში“ (1855) დაბეჭდა ლექსების ციკლი „იმერეთის მელოდიები“. 1857 წელს თბილისში გამოსცა ლიტერატურული ალმანახი „ფეშქეში“, რომელიც მისივე ლექსით, „წმინდა გიორგის მთით“, იწყება. 1857-1863 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „კავკაზს“, რომელიც რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი საუკეთესო პროვინციულ პერიოდულ გამოცემად იქცა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
  • Русский биографический словарь: В 25 т. / под наблюдением А. А. Половцова. 1896—1918.