ფაფანაკი — ქართული ქუდის (მამაკაცისა) ერთ-ერთი უძველესი სახეობა. ნაბდის ან ტყავის ბრტყელი თავსაბურავი, რომელიც მხოლოდ თავის თხემს ფარავდა. ჰქონდა წრის ფორმა და თასმებით მაგრდებოდა ნიკაპქვეშ. ზოგჯერ ძვირფასი ქსოვილი (მაუდი, ფარჩა) ჰქონდა გადაკრული და დაქარგული იყო. ფაფანაკი იმერული ქუდის სახელითაცაა ცნობილი, თუმცა წარსულში უფრო ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან დასტურდება.

„იმერეთის მკვიდრი ფაფანაკით“

ლიტერატურა რედაქტირება