ფარიდაბადი (ჰინ. फरीदाबाद) — ქალაქი ინდოეთში, ჰარიანის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფარიდაბადის რაიონში. მოსახლეობის ძირითად ნაწილს სიქები და ინდუსები შეადგენენ.

ქალაქი
ფარიდაბადი
ჰინ. फरीदाबाद

ფარიდაბადის ერთ-ერთი ქუჩა
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი ჰარიანა
კოორდინატები 28°25′16″ ჩ. გ. 77°18′28″ ა. გ. / 28.42111° ჩ. გ. 77.30778° ა. გ. / 28.42111; 77.30778
დაარსდა 1607
ფართობი 742.9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 198±1 მეტრი
მოსახლეობა 1 054 981 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1 020 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +0129
ოფიციალური საიტი http://www.faridabad.nic.in/
ფარიდაბადი — ინდოეთი
ფარიდაბადი
ფარიდაბადი — ჰარიანა
ფარიდაბადი

ისტორია რედაქტირება

ქალაქი 1607 წელს შეიხმა ფარიდმა დააარსა ამ ტერიტორიაზე გამავალი გზის დაცვის მიზნით. შეიხმა ააშენა ციხესიმაგრე, წყლის რეზერვუარი და მეჩეთი, რომელთა ნანგრევები დღესაცაა შემორჩენილი. 1979 წლის 15 აგვისტოს, ფარიდაბადი შტატის მე-12 რაიონი გახდა.

გეოგრაფია რედაქტირება

ფარიდაბადი დელიდან დაახლოებით 25 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. ჩრდილოეთით სწორედ დედაქალაქის ოლქი ესაზღვრება, დასავლეთით — გუარონის რაიონი, აღმოსავლეთით და სამხრეთით კი უტარ-პრადეშის შტატი.

ქალაქი გაშენებულია ვაკეზე, რომელსაც აღმოსავლეთით მდინარე იამუნა ესაზღვრება, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით კი არავალის ბორცვები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება