ფარერის კუნძულების დროშა

ფარერის კუნძულების დროშაზე, თეთრ ფონზე გამოსახულია ჯვარი, ქრისტიანობის სიმბოლო, რითაც გრძელდება სხვა სკანდინავიური ქვეყნების ტრადიცია, რასაც საფუძველი დანიის დროშამ ჩაუყარა.[1][2] დროშას Merkið-ს ეძახიან, რაც „ალამს“ ნიშნავს. საკმაოდ წააგავს მეზობელი ნორვეგიისა და ისლანდიის დროშებს.

ფარერის კუნძულების დროშა
დროშის ორიგინალი, რომელიც ეკლესიაში ინახება

აღწერა და სიმბოლიზმი რედაქტირება

დროშის მონახაზი ერთიანდება წითელ სკანდინავიურ ჯვართან, რომელიც მარცხნივაა შეწეული. წითელ ჯვარს გარს აკრავს მოლურჯო-მოცისფრო ზოლი, მთლიანობაში კი ჯვარი თეთრ ფონზეა დატანილი. მონახაზი მნიშვნელოვნად წააგავს ნორვეგიის დროშას. შეფარდებაა 16:22 — 8:11.

თეთრი ფერი დროშის შემქმნელების სიმბოლოა — ზღვის ქაფისა და სიწმინდის, ფარერის კუნძულების გასხივოსნებული ცის. ლურჯი და წითელი ფერები კი სკანდინავიის ქვეყნების დროშებთან მსგავსებას უსვამს ხაზს, რაც ფარერის კუნძულების სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან კავშირზე მიუთითებს.[3]

ისტორია რედაქტირება

ფარერის კუნძულების თანამედროვე დროშა 1919 წელს ჯენს ოლივერ ლისბერგმა სხვებთან ერთად შექმნა კოპენჰაგენში სწავლისას. ამავე წლის 22 ივნისს, დროშა პირველად აღიმართა ფარერის კუნძულებზე, ერთ-ერთ ქორწილში. 1940 წლის 25 აპრილს, ბრიტანეთის საოკუპაციო მთავრობამ ეს დროშა ფარერული ხომალდებისათვის დაამტკიცა. ადგილობრივი მმართველობის 1948 წლის 23 მარტის აქტის საფუძველზე, დანიის მთავრობამ იგი საბოლოოდ დაამტკიცა ფარერის კუნძულების სახელმწიფო დროშად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Andrew Evans. Iceland. Bradt. ციტატა: „Legend states that a red cloth with the white cross simply fell from the sky in the middle of the 13-century Battle of Valdemar, after which the Danes were victorious. As a badge of divine right, Denmark flew its cross in the other Scandinavian countries it ruled and as each nation gained independence, they incorporated the Christian symbol.“ ციტირების თარიღი: 2007-12-31.
  2. The Australian Flag: Colonial Relic or Contemporary Icon. William Gaunt & Sons. ციტატა: „The Christian cross, for instance, is one of the oldest and most widely used symbols in the world, and many European countries, such as the United Kingdom, Norway, Sweden, Finland, Denmark, Iceland, Greece and Switzerland, adopted and currently retain the Christian cross on their national flags.“ ციტირების თარიღი: 2007-12-31.
  3. Smith/Neubecker: Wappen und Flaggen aller Nationen. München 1981, ISBN 3-87045-183-1