ფანჯარა ეზოს მხარეს (ფილმი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფანჯარა ეზოს მხარეს.

ფანჯარა ეზოს მხარეს (ინგლ. Rear Window) — ალფრედ ჰიჩკოკის დეტექტიური ჟანრის ფილმი. გადაღებულია 1954 წელს ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. მთავარ როლებს ჯეიმზ სტიუარტი და გრეის კელი ასრულებენ. ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის ოთხ ნომინაციაზე: ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის, ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის, ოსკარი საუკეთესო ოპერატურისთვის და ოსკარი საუკეთესო ხმის შერევისთვის. 1997 წლიდან შეტანილია ფილმების ეროვნულ რეესტრში.

„Rear Window“

ფილმის პოსტერი
ჟანრი დეტექტიური ფილმი
დამდგმელი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი
პროდიუსერი ალფრედ ჰიჩკოკი
სცენარის ავტორი ჯონ მაიკლ ჰეიესი
ნაწარმოები კორნელ ვულრიჩი
როლებში ჯეიმზ სტიუარტი, გრეის კელი
კომპოზიტორი ფრანც ვაქსმანი
მუსიკა ლეო ფორბშტაინი
ოპერატორი რობერტ ბარსკი
მონტაჟი ჯორჯ ტომაზინი
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 1 აგვისტო, 1954
ხანგრძლივობა 112 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 1,000.000 დოლარი
შემოსავალი 26,105,286 დოლარი

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფოტოგრაფმა ჯეფ ჯეფრიზმა ფეხი მოიტეხა და იძულებულია სახლში იყოს. ის თავს იმით ირთობს, რომ შიდა ეზოში გამავალი ფანჯრიდან მეზობლების ყოველდღიურ ცხოვრებას უთვალთვალებს. ერთ-ერთი მეზობლის საეჭვო ქცევას ჯეფი მიჰყავს დასკვნამდე, რომ მან შესაძლოა ცოლი მოკლა. ჯეფი სახლიდან გაუსვლელად იწყებს გამოძიებას, რაშიც შეყვარებული ეხმარება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება