ფამკე ბემერ იანსენი (ნიდერლ. Famke Beumer Janssen; დ. 5 ნოემბერი 1964, ამსტელვენი, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი მსახიობი, რეჟისორი და ფოტომოდელი.

ფამკე იანსენი
დაბადების სახელი ფამკე ბემერ იანსენი
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი 1964
ამსტელვენი, ნიდერლანდები
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
ფოტომოდელი
აქტიური 1992-დღემდე
მეუღლე(ები) ტოდ უილიამსი (1995–2000)

1984 წელს სამოდელო კარიერის დასაწყებად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ამავდროულად სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში. დადიოდა ჰაროლდ გასკინის სამსახიობო ხელოვნების კურსებზე — შედეგად ის ლოს-ანჯელესში გადავიდა. აქ ის აგრძელებდა მეცადინეობას და სულ მალე პატარა როლი მიიღო ტელეფილმში „მამები და შვილები“ (1992).

1992 წელს როლი მიიღო ტელესერიალში „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“, შემდეგ კი ითამაშა ტელესერიალში „მერლოუზ-პლეისი“. 1995 წელს ითამაშა ფილმში „ოქროსთვალი“, სადაც ბონდის მეგობარი გოგონას როლი — ქსენია ონატოპის როლი შეასრულა.

თუმცა ამ წარმატებამ ბოლომდე არ გამოამჟღავნა მისი სამსახიობო შესაძლებლობები. შემდეგ უპირატესობა მიანიჭა დამოუკიდებელ პროექტებში გადაღებას. 1990-იან წლებში ფამკემ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში. წარმატება მოუტანა შესრულებულმა როლმა ფილმში „იქს-ადამიანები“ (2000). შემდეგ მონაწილეობა მიიღო არანაკლებ ცნობილ სურათებში.

1995-2000 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა სცენარისტთან და რეჟისორთან ტოდ უილიამსთან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: