უხერხული სიმართლე

უხერხული სიმართლე (ინგლ. „Inconvenient Truth“) — ამერიკული კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი დოკუმენტური ფილმი გლობალური დათბობის შესახებ წარმოდგენილი აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალბერტ გორის, ხოლო გადარებული დევის გუგენჰაიმის მიერ. ფილმის თანმხლები წიგნი გორის ავტორობით ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერთა სიაში მოხვდა 2006 წელს.

ფილმის პრემიერა გაიმართა 2006 წელს სანდენსის კინოფესტივალზე და კინოთეატრებში ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში 2006 წლის 24 მაისს გაიხსნა. $49 მილიონი შემოსავლით „უხერხული სიმართლე“ მეოთხე ყველაზე შემოსავლიანი დოკუმენტური ფილმია ამჟამად აშშ-ში, ფარენჰეიტ 9/11-ის, პინგვინთა მარშისა და სიკოს შემდეგ. ფილმის დისტრიბუტორი „პარამაუნტ კლასიკსი“ კინოჩვენების შემოსავლების 5%-ს, ხოლო გორი მთელ შემოსავალს კლიმატის დაცვის ალიანსს ურიცხავს. ფილმმა ზოგადად დადებითი გამოხმაურება მიიღო, თუმცა გლობალური დათბობის კრიტიკოსთა მტკიცებით ის „მეტად გაზვიადებული და მცდარია“.