უფროსი (კომპიუტერული თამაშები)

უფროსი (ინგლ. boss) — განსაკუთრებით ძლიერი და იშვიათი პერსონაჟი ვიდეო თამაშებში.

აღწერა რედაქტირება

ჩვეულებრივ, უფროსები გამოირჩევიან დიდი ზომითა და სიცოცხლით. ზოგიერთ თამაშში უფროსები ჩნდებიან რაუნდის/თამაშის დასრულების დროს. ზოგჯერ, უფროსების დამარცხებისათვის საჭიროა მოთამაშემ შეიმუშაოს განსაკუთრებული ტაქტიკა. ზოგჯერ უფროსებს აქვთ განსაკუთრებული თვისებები:

  • უფროსები უამრავი დამხმარეებით, რომლებიც მოთამაშეს უშლიან უფროსის დამარცხებაში;
  • გიგანტური, მოუქნელი უფროსი;
  • მოთამაშის „ბნელი მხარე“ — უფროსი, რომელსაც აქვს ისეთივე შესაძლებლობები და თვისებები როგორსაც მოთამაშეს;
  • უფროსი-თავსატეხი — უფროსი, რომლის ჩვეულებრივი მეთოდებით დამარცხება შეუძლებელია და ამისთვის საჭიროა თავსატეხის გადაჭრა;
  • სახუმარო უფროსი, რომელიც მხოლოდ ძლიერ უფროსს გამოსახავს, სიმართლეში კი მარტივად მარცხდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება