უნაგვერდის ეკლესია

უნაგვერდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, სოფლის სამხრეთით ექვსიოდე კილომეტრზე ტყეში სავარუდოდ განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს.

ეკლესია თითქმის ნანგრევადაა ქცეული. შემორჩენილია: კედლების უმეტესი ნაწილი მიწითა და მცენაეულობითაა დაფარული ისე რომ გათხრა-გასუფთავების გარეშე ეკლესიის გეგმის აღნაგობის დადგენა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ის რაც დღეს სახეზეა, ნაგებობის ტიპისა და თავდაპირველი ხუროთმოძღვრული ფორმების წარმოდგენის საშალებას მაინც იძლევა. ესაა მოზრდილი ზომის სამეკლესიიანი ბაზილიკა. სამნაწილიანი საკურთხევლით და ცენტრით. სივრცის ირგვლივ სამხრივი გარშემოსავლელით, რომლის გვერდით ნაწილები დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენდნენ.

შემორჩენილია: მთავარი ეკლესიის აფსიდის ორივე გვერდი, კონქის მცირე ნაწილი, საკურთხევლის სამხრეთით მდებარე სათავსის სადიაკვნის კედლები (სიმაღლე 2-2,5 მეტრი), სამხრეთი ეკლესიის აფსიდი და გარშემოსასვლელის დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილი. კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა წესიერია. კედლის ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით, რომელიც საპირე ქვების ზედაპირის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს.

მთავარი ეკლესიის აფსიდი გეგმით ნალისებრია. აფსიდის სამხრეთი გვერდი შესაბამისი გრძივი კედლისგან ორი საფეხურითაა გამოყოფილი. რომელთაგანაც ერთ მარტივი პროფილის იმპოსტი აგვირგვინებს. აფსიდის შუა ნაწილი განგრეულია. აფსიდის სამხრეთ გვერდზე შემორჩენილია სარკმლის წირხლის მცირე ნაწილი. სადიაკვენში შესასვლელი მთავარი ეკლესიიდანაა. სათავსი ნათდებოდა აღმოსავლეთი კედელში გაჭრილი სარკმლით. სათავსის ჩრდილოეთ ნაწილში ორი მაღალი ნალისებრთაღოვანი ნიშაა. სამხრეთი ეკლესიისგან მხოლოდ აფსიდიღა მოჩანს. იგი გეგმით ნახევარწრიულია. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორმოციოდე მეტრზე, წყაროა. შემორჩენილია ქვიტკირით ნაგები კედლის ნაწილი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21482