უმ-არ-რასასი (არაბ. الرّصاص‎أم) — არქეოლოგიური ძეგლი იორდანიაში, რომელიც მოიცავს რომაული, ბიზანტიური და ადრეული მუსლიმური ცივილიზაციების არქიტექტურულ ნანგრევებს. ძეგლის უმთავრესი ნაწილი ჯერ კიდევ გაუთხრელია, ხოლო შესწავლილ ნაწილზე აღმოჩენილია სამხედრო ბანაკი და რამდენიმე ეკლესია. ცივილიზაციათა ამ უნიკალური ნარევის გამო, 2004 წელს ძეგლი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

უმ-არ-რასასი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იორდანიის დროშა იორდანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv, vi
სია [1]
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 31°29′59″ ჩ. გ. 35°55′11″ ა. გ. / 31.49972° ჩ. გ. 35.91972° ა. გ. / 31.49972; 35.91972
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 1093
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1093
ინგლ.რუს.ფრ.

ძეგლზე გაკეთებული ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა წმინდა სტეფანეს ტაძარში არსებული მოზაიკური იატაკია, რომელიც 785 წლით თარიღდება (აღმოაჩინეს 1986 წელს). იგი საუკეთესოდაა შემონახული და უდიდესია იორდანიაში. ცენტრალურ პანელზე გამოსახულია ნადირობისა და თევზაობის სცენები. განსაკუთრებით დეკორირებულია მოზაიკის ჩარჩო. როგორც ირკვევა, მოზაიკაზე ექვს ოსტატს უმუშავია.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება