უთნაფიშთიმი ან უთანაფიშთი (აქად. 𒌓𒍣, ბაბილ. „სიცოცხლის მპოვნელი“) — წარღვნის გმირი, უბარა — თუთუს ძე. გილგამეშის ეპოსის პერსონაჟი, რომლის თავგადასავალი მოთხრობილია ეპოსის XI დაფაში. უთნაფიშთიმი თავად მოუთხრობს გილგამეშს წარღვნის ამბავს. როცა ღმერთებმა ქვეყნიერების წარღვნით წარხოცა განიზრახეს, მათ შორის ერთმა, კაცთა მოდგმისადმი კეთილად განწყობილმა ეამ, ევფრატის ნაპირას გაშენებულ ძველ ქალაქ შურუფაქში მცხოვრებს, თავის რჩეულს, უთნაფიშთიმს, ღმერთების ეს საიდუმლო გაუმხილა. გამოეცხადა სიზმარში და მოუწოდა: „ჰოი, კაცო, შურუფაქელო, უბარათუთუს ნაშიერო! სახლი დაანგრიე, ხომალდი ააგე! განაგდე დოვლათი, სიცოცხლე იხსენი! ყოველი სულდგმული, რაც არის, ხომალდზე აიყვანე“. ღმერთმა ისიც გამოუცხადა მას, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ხომალდი. გემის დიზაინი სავარაუდოდ ადგილზევე შეიქმნა ეას მიერ, ხოლო კიდობნის ჩარჩო, რომელიც ხუთ დღეში გაკეთდა, სიგრძეში, სიგანეში და სიმაღლეში იყო 200 ფუტი.[1]

აქადური ეპოსის სოლისებრი დამწერლობა, ინახება ვრიტანეთის მუზეუმში

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Rosenberg, Donna (1994). World Mythology: An Anthology of the Great Myths and Epics. Lincolnwood, Chicago: National Textbook Company, გვ. 196–200. ISBN 0-8442-5765-6.