უესკაპროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, ავტონომიური გაერთიანება არაგონის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი დედაქალაქია უესკა

უესკის მდებარეობა ესპანეთში

მდებარეობს ცენტრალური პირინეის სამხრეთით. ესაზღვრება საფრანგეთის საფრანგეთის დეპარტამენტები ატლანტური პირენეები და ზემო პირენეები, ასევე ესპანეთის პროვინციები: სარაგოსა, ლერიდა და ნავარა.

უესკის ფართობი შეადგენს 15,626 კვ. კმ-ს. მოსახლეობა 228,566 კაცია (2010 წლის მონაცემებით), რომლის თითქმის მეოთხედი ცხოვრობს დედაქალაქ უესკაში. პროვინციაში არის 202 მუნიციპალიტეტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება