უელსის პრინცის კუნძული (ავსტრალია)

უელსის პრინცის კუნძული (ან მურალუგი) (ინგლ. Prince of Wales Island) — ტორესის სრუტის კუნძულების უდიდესი კუნძული. იგი მდებარეობს სერზდეის კუნძულიდან ჩრდილოეთით (ავსტრალია, კუინზლენდი). კუნძულზე ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი. 2001 წლის მონაცემებით, კუნძულზე 20 კაცი ცხოვრობდა. კუნძულის კოორდინანტებია: 10°40′55″ ს. გ. 142°11′19″ ა. გ. / 10.68194° ს. გ. 142.18861° ა. გ. / -10.68194; 142.18861.

უელსის პრინცის კუნძული (ან მურალუგი)
მშობ. სახელი: ინგლ. Prince of Wales Island

მურალუგი სხვა ტორესის სრუტის კუნძულებთან ერთად
გეოგრაფია
10°40′55″ ს. გ. 142°11′19″ ა. გ. / 10.68194° ს. გ. 142.18861° ა. გ. / -10.68194; 142.18861 (Prince of Wales Island)
მდებარეობა ტორესის სრუტე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 204,6 კმ²
სიგრძე 20 კმ
სიგანე 13 კმ
სანაპიროს სიგრძე 67,9 კმ
უმაღლესი წერტილი 246 მ
შტატი კუინზლენდი
დემოგრაფია
მოსახლეობა 20 (2001)
სიმჭიდროვე 0,098 ად. /კმ²

გეოგრაფია რედაქტირება

უელსის პრინცის კუნძული წარმოადგენს დიდ კუნძულს, რომელიც მდებარეობს ტორესის სრუტის ჯგუფის კუნძულების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნახევარკუნძულ კეიპ-იორკთან ახლოს, რომლისგანაც დაშორებულია ენდევორის სრუტით. მისი ფართობია 204,6 კმ². (ტორესის სრუტის კუნძულებიდან ყველაზე დიდი). სანაპირო ზოლის სიგრძე — 67,9 კმ. კუნძულის სიგრძე — დაახლოებით 20 კმ, სიგანე — 13 კმ. უმაღლესი წერტილი აღწევს 246 მეტრამდე.[1] უელსის პრინცის კუნძული კონტინენტური წარმოშობისაა.

კუნძულის ზედაპირი კლდოვანია, იშვიათი მცენარეულობით და ღარიბი ნიადაგით.[2] მტკნარი წყლის მუდმივი წყაროები არ არსებობს.

ისტორია რედაქტირება

სავარაუდოდ კუნძული 1606 წელს აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა ბილემ იანსზონმა და მას დაარქვა «Hooghe Eijland» («მაღალი კუნძული»).[3] მაგრამ უკვე 1770 წელს კუნძულმა მიიღო დღეისათვის არსებული სახელი, რომელიც მას დაარქვა ბრიტანელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა მეფე ჯორჯ IV-ს პატივსაცემად.[4]

მოსახლეობა რედაქტირება

2001 წელს კუნძულის მოსახლეობის რიცხვმა შეადგინა დაახლოებით 20 ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთადერთ დასახლებულ პუნქტში.

სქოლიო რედაქტირება

  1. Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  2. Prince of Wales Island (Australia). Encarta. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.[მკვდარი ბმული]
  3. Evan McHugh, 1606: An Epic Adventure, UNSW Press, 2006, ISBN 0868408662.
  4. Adrian Room., Dictionary of World Place Names Derived from British Names, Taylor & Francis, 1989, ISBN 0415028116.