უელსის ენციკლოპედია

უელსის ენციკლოპედია (უელს Gwyddoniadur Cymru yr Academi Gymreig, ინგლ. Encyclopaedia of Wales) — ერთტომეული ენციკლოპედია უელსის შესახებ. ინგლისურ და უელსურენოვანი ვერსიები ერთდროულად გამოიცა. უელსურ ტომს „Gwyddoniadur Cymru“ ჰქვია.

ენციკლოპედია 2008 წლის იანვარში გამოვიდა გაყიდვაში. წიგნი მოიცავს სხვადასხვა წლებში 400 მკვლევარის მიერ შედგენილ 5000 სტატიას. გამომცემელთა მტკიცებით, გამოცემაში უელსის ყველა თემის, სოფლის, დაბისა თუ ქალაქის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული რომელიც, უელსითა და უელსელებით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველის ინტერესებს დააკმაყოფილებს. გარდა გეოგრაფიულ-ისტორიული მონაცემებისა, ენციკლოპედიაში ვრცლად არის ნაჩვენები სტატიები უელსელი მეცნიერების, რელიგიური მოღვაწეების, პოლიტიკოსების, კულტურისა და შოუბიზნესის წარმომადგენლების შესახებ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება