უაკა-დელ-სოლი (კეჩ.მზის ტაძარი) — აგურით ნაშენები ტაძარი პერუში, რომელიც აშენებულია მოჩეს კულტურის მიერ. მდებარეობს დღევანდელი პერუს ქალაქ ტრუხილიოს მახლობლად. კომპლექსის მეორე, უკეთ შემონახული, მაგრამ მცირე ტაძარია უაკა-დე-ლა-ლუნა.

უაკა-დელ-სოლის ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან

ტაძრები აშენდა ახ. წ. 450 წელს. უაკა-დელ-სოლი შედგებოდა დაახლოებით 130 მილიონი აგურისაგან და წარმოადგენდა კოლუმბამდელი ამერიკის ყველაზე დიდ აგური ნაგებობას.[1]

ტაძრის კონსტრუქცია შედგებოდა ოთხი ძირითადი დონისაგან. შემდგომში იგი არაერთხელ გადაკეთდა სხვასდასხვა მმართველის მიერ. უაკა-დელ-სოლი მოჩეს კულტურის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობდა და სარიტუალო და ელიტის ძვალთსაცავის ფუნქციებს ასრულებდა.

XVII საუკუნეში, ესპანელების მმართველობისას, მათ მდინარე მოჩეს წყალს კალაპოტი შეუცვალეს და გადაამისამართეს ტაძრისკენ. ამით ისინი ცდილობდნენ, გაეშიშვლებინათ ტაძრის საძირკველი, რათა დარჩენილი ოქროც ამოეღოთ. ამ ამაზრზენი ფაქტის შედეგად, ნაგბობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ტაძრის 2/3 დაიკარგა, ამას ხელი შეუწყო ეროზიამ და მძარცველებმაც. ამჟამად დარჩენილი ტაძრის სიმაღლე 41 მეტრს შეადგენს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Cameron, Ian (1990). Kingdom of the Sun God: a history of the Andes and their people. New York: Facts on File, გვ. 43. ISBN 0-8160-2581-9.