ტყის ჭორტანა (ლათ. Commelina communis) — ერთლებნიანი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე კომელინასებრთა ოჯახისა.

ტყის ჭორტანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  კომელინასებრნი
სახეობა:  ტყის ჭორტანა
ლათინური სახელი
Commelina communis

აქვს ხორცოვანი ღერო და იღლიური ციმოზური ყვავილედი. კაშკაშა ცისფერი გვირგვინის ფურცლები შეიცავს ცისფერ საღებავს, რომელსაც იყენებენ გარეული ცხოველების ტყავისა და თევზის კანის შესაღებად.

გავრცელებულია იაპონიასა და ჩინეთში, აგრეთვე შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში. კავკასიაში გზადმოყოლილი საკარანტინო სარეველაა. იზრდება ჯგუფებად ტენიან დაბლობ ადგილებში, ბუჩქნარებსა და ნათესებში. საქართველოში პირველად ბათუმის მიდამოებში გამოჩნდა, შემდეგ კი მთელ აჭარაში, გურიასა და აფხაზეთში გავრცელდა.

ლიტერატურა რედაქტირება