ტყვირის მაცხოვრის ეკლესია

ტყვირის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, აბაშის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტყვირში. ტაძარი წარმოადგენს გუმბათოვან ეკლესიას, ნაგებია თლილი ქვით კირის დუღაბზე. ეკლესიაში შესასვლელი სამი კარი ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან არის მოწყობილი. ნაგებობა რამდენიმეჯერაა რესტავრირებული, კედლები ქვიშა-ცემენტის ხსნარით შეულესიათ, ტაძარი დღეისთვის კარგ მდგომარეობაშია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5185