ტყემალა

მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტყემალა (მრავალმნიშვნელოვანი).

ტყემალამთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე — მდინარეების ხვედრულისა და ათრევის (მტკვრის აუზი) წყალგამყოფი. სიმაღლე ზღვის დონიდან 1724 მ. აგებულია შუაეოცენური უხეშმარცვლოვანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. შემოსილია მეორადი სუბალპური ბალახეულით.

ტყემალა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ქარელის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1724 
ქედი თრიალეთის ქედი
ამგებელი ქანები ტუფ-ბრექჩია და ტუფი

ლიტერატურა რედაქტირება