ტუჩა დათვი (ლათ. Melursus ursinus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. ტუჩა დათვის სხეულის სიგრძე 1.5-1.9 მ, წონა 90-135 კგ აღწევს. მისი სიმაღლე მხრებში 60-90 სმ-ია. სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წელია. ტუჩა დათვი ყველაზე პატარა სახეობაა დათვებს შორის. იგი ბინადრობს ინდოეთსა და შრი-ლანკაზე. მალაიური დათვის მსგავსად, ისიც ღამის ცხოველია და ასევე ერთადერთ მეწყვილე ჰყავს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ტუჩა დათვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Melursus ursinus
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 13143
გავრცელების არეალი

თუჩა დათვის გარეგნული განსხვავება ისაა, რომ მისი შავი ბეწვი ძალიან გრძელი და გაბურძგნულია. მის მოთეთრო დრუნჩზე ბეწვი ნაკლებად იზრდება. ხოლო მისი ტუჩები სრულიად არ არის დაფარული ბეწვით და კარგად ჩანს. სახელწოდება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ტუჩა დათვს აქვს გრძელი და მოღუნული ბრჭყალები, რომელთა საშუალებითაც იგი ადვილად ეკიდება ხეებზე.

სხვა დათვების მსგავსად, ტუჩა დათვიც მრავალნაირ საკვებს მიირთმევს, თუმცა უპირატესობას ტერმიტებს ანიჭებს. ნესტოები, რომლებიც იხურება, ჩაღრმავებული სასა და რამდენიმე წინა კბილის ნაკლებობა საშუალებას აძლევს მას ადვილად იკვებოს ამ ცხოველებით.

ტუჩა დათვი ბუნაგს იკეთებს მხოლოდ თავშესაფრის მიზნით, მას ზამთარში არ სძინავს. შრი-ლანკაზე მას დაწყვილების პერიოდი არ აქვს განსაზღვრული და პარტნიორის მოძებნა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია. ინდოეთში კი დაწყვილების პერიოდი აპრილიდან ივნისამდე მერყეობს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება