ტუპის ხალხიბრაზილიის ადგილობრივი ინდიელების ერთ-ერთი მთავარი ეთნიკური ჯგუფი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ისინი თავდაპირველად ამაზონის წვიმის ტყეებში სახლობდნენ, მაგრამ 2 900 წლის წინ მათ სამხრეთით დაიწყეს გადაადგილება თანდათან დაიკავეს ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლი.[1]

ტუპი ქალი

პორტუგალიელების გამოჩენის დროს, ტუპის ხალხი ბრაზილიის თითქმის მთლიან სანაპირო ზოლზე სახლობდა. 1 500 წლისთვის, მათი რაოდენობა დაახლოებით 1 მილიონი იყო, რაც იმ დროის პორტუგალიის მოსახლეობას უტოლდებოდა. ისინი დაყოფილნი იყვნენ ტომებად, რომელთაგან თითოეულში 300—2 000 ადამიანი შედიოდა. მათ შორის იყო ტუპინიკიმის, ტუპინამბას, პოტიგუარას, ტაბაჟარას, გაეტესის, ტემიმინოსა და ტამოისოს ტომები. ეს ხალხი მიწათმოქმედებას მისდევდა და შესაბამისად პალეოლითის პირობებში ცხოვრობდა. მათ ერთიანი თვითშეგნება არ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ და ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ.

XVI საუკუნიდან, რეგიონის სხვა ადგილობრივი ხალხების მსგავსად, პორტუგალიელი კოლონისტების მიერ ტუპიც ასიმილირებული, დამონებული ან უბრალოდ მოსპობილ იქნა. შედეგად, ეს ხალხი თითქმის სრულად გაქრა, გარდა რამდენიმე იზოლირებული საზოგადოებისა. ამ ტომების შთამომავლები დღეს ინდიელთა რეზერვაციებში ცხოვრობენ ან კულტურულად ასიმილირებულნი არიან დომინანტ საზოგადეობაში.[2]

ტუპის სხვადასხვა ტომები ერთმანეთის მიმართ დაუსრულებელ ომებს აწარმოებდნენ. ომის შემდგომ, სავსებით ჩვეულებრივი მოვლენა იყო ბრძოლის დროს დატყვევებული ადამიანების კანიბალურ რიტუალებში მოკვლა.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Saída dos tupi-guaranis da Amazônia pode ter ocorrido há 2.900 anos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-07. ციტირების თარიღი: 2012-06-26.
  2. 2.0 2.1 Darcy Ribeiro – O Povo Brasileiro, Vol. 07, 1997 (1997), pp. 28 to 33; 72 to 75 and 95 to 101."