ტროგირი (ლათ. Tragurium; ბერძნ. Τραγύριον; იტალ. Traù; უნგრ. Trau) — ისტორიული ქალაქი და ნავსადგური ხორვატიის სპლიტ-დალმატიის ოლქში, ადრიატიკის ზღვაზე. 2001 წელს მისი მოსახლეობა 12 995 ადამიანს შეადგენდა.[1] ქალაქი მდებარეობს პატარა კუნძულზე, კონტინენტურ ხორვატიასა და კუნძულ ჩიოვოს შორის,[2] ქალაქ სპლიტიდან 27 კმ-ით დასავლეთით.

ქალაქი
ტროგირი
Trogir
დროშა გერბი

ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
კოორდინატები 43°31′01″ ჩ. გ. 16°15′05″ ა. გ. / 43.51694° ჩ. გ. 16.25139° ა. გ. / 43.51694; 16.25139
ფართობი 39,10 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0
მოსახლეობა 12 995 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 332,35 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 021
საფოსტო ინდექსი 21220
ოფიციალური საიტი trogir.hr
ტროგირი — ხორვატია
ტროგირი

1997 წელს, ტროგირის ისტორიული ცენტრი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ძვ. წ. III საუკუნეში, კუნძულ ვისის ბერძენმა კოლონისტებმა ტროგირის წინაპარი, ქალაქი ტრაგურიონი დააარსეს.[3] რომაულ ეპოქამდე ის მთავარ ნავსადგურად იქცა. სახელწოდება მოდის ბერძნული სიტყვიდან „ტრაგოს" (მამალი თხა). ახლოს მდებარე ქალაქ სალონას უცაბედმა აყვავებამ, ტროგირს მნიშვნელობა დაუკარგა. სლავების მიგრაციის პერიოდში, დანგრეული სალონადან მოსახლენი ტროგირში გაიქცნენ. IX საუკუნეში, ტროგირი ხორვატიის მმართველებს ხარკს უხდიდა. XI საუკუნეში შეიქმნა ტროგირის ეპარქია (გაუქმდა 1828 წელს), 1107 წელს მას უნგრეთ-ხორვატიის მეფე კოლომანმა მას მნიშვნელოვანი შეღავათები მიანიჭა და ავტონომიური ქალაქის სტატუსი უბოძა.

1123 წელს ტროგირი დაიპყრეს და თითქმის მთლიანად დაანგრიეს სარაცინებმა. მიუხედავად ამისა, მცირე პერიოდის განმავლობაში, XII-XIII საუკუნეებში ქალაქმა მნიშვნელოვან ეკონომიკურ აყვავებას მიაღწია. 1242 წელს, მეფე ბელა IV-მ აქ თავშესაფარი დააარსა, როდესაც ის თათრებს გამოექცა. 1420 წლიდან ტროგირში ვენეციელთა ბატონობა იწყება.

ვენეციის დაშლის შემდეგ, 1797 წლიდან ქალაქი ჰაბსბურგთა იმპერიის ნაწილი გახდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ტროგირი ხორვატიასთან ერთად სლოვენიელების, ხორვატებისა და სერბების სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა, საიდანაც შემდგომ იუგოსლავიის სამეფოში გადაინაცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში, ქალაქის იტალიელი მოსახლეობა, რომელიც მმართველ წრეს მიეკუთვნებოდა და მთლიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენდა, აიძულეს იტალიაში გადაბარგებულიყვნენ. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ტროგირი იტალიამ დაიპყრო. 1944 წელს ის იუგოსლავიას გადაეცა, ხოლო 1991 წლიდან ხორვატიის შემადგენლობაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Croatian Census 2001 (Popis stanovništva 2001)
  2. Frommer's Croatia by Karen Torme Olson & Sanja Bazulic Olson
  3. Footprint Croatia by Jane Foster
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 810
ინგლ.რუს.ფრ.