ტრიქინა, ტრიქინელა (ლათ. Trichinella spiralis) — ადამიანის, ღორის, მღრღნელების, მტაცებელი და მწერიჭამია ძუძუმწოვრების ძლიერ საშიში პარაზიტული მრგვალი ჭია. მისი სქესმწიფე ფორმა პარაზიტობს ამ ცხოველთა წვრილ ნაწლავში, ხოლო ლარვები — განივზოლიან კუნთებში. დასნებოვნებულ ხორცთან ერთად მასპინძლის კუჭნაწლავში მოხვედრილი ლარვები თავისუფლდებიან კაფსულისაგან და ცხოვრობენ წვრილ ნაწლავში. აქ ისინი გადაიქცევიან სქესმწიფე ფორმად. განაყოფიერების შემდეგ დედალი ტრიქინა იჭრება ნაწლავის ლორწოვან გარსში და შობს 1000-მდე ლარვას. ლიმფური სისტემის გზით ლარვები ხვდებიან სისხლში და ვრცელდებიან მთელ სხეულში, შეიჭრებიან განივზოლიან კუნთებში და ეხვევიან სპირალურად. მათ გარშემო წამოიქმნება შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა. ამ მდგომარეობაში ლარვები 20 წლამდე ცოცხლობენ. სქესმწიფე პარაზიტად გარდასაქმნელად აუცილებელია სხვა ცხოველის ორგანიზმში მოხვედრა.

ტრიქინა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ნემატოდები
სახეობა:  ტრიქინა
ლათინური სახელი
Trichinella spiralis

ლიტერატურა რედაქტირება