ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტი

ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტი (არაბ. مطار طرابلس العالمي) — საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი ლიბიაში, ქალაქ ტრიპოლიში. ქვეყნის უმსხვილესი აეროპორტია. აქვს 2 ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი (3601 x 44 მ და 2637 x 44 მ). მდებარეობს ზღვის დონიდან 80 მ სიმაღლეზე. ქალაქ ტრიპოლის ცენტრიდან დაშორებულია 34 კილომეტრში. ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 3 მილიონ ადამიანს შეადგენს. 2007 წელს აეროპორტი მოემსახურა 2,1 მილიონ, ხოლო 2008 წელს დაახლოებით 3 მილიონ მგზავრს.[1][2] მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს აეროდრომი გამოყენებული იყო ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ. 1950-1960 წლებში ეწოდებოდა ტრიპოლი იდრისის საერთაშორისო აეროპორტი.[3][4] ეროვნული და საერთაშორისო მიმოსვლების გაუმჯობესების მიზნით აეროპორტს 1978 წლის სექტემბერში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.[5]

ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტი
ინფორმაცია
მფლობელი ლიბიის დროშა ლიბია
ადგილმდებარეობა ტრიპოლი
კოორდინატები 32°40′10″ ჩ. გ. 013°09′24″ ა. გ. / 32.66944° ჩ. გ. 13.15667° ა. გ. / 32.66944; 13.15667

2011 წლის მარტიდან 2011 წლის ოქტომბრამდე აეროპორტი დაიხურა. 2011 წლის 21 აგვისტოს ლიბიელმა აჯანყებულებმა აეროპორტი დაიპყრეს. 2011 წლის 11 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.[6]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (20 May 2008). Endres, Gunter (20 May 2008). "Libya To Restructure Air Transport Sector". flightglobal.com. Retrieved 30 May 2008.
  2. (4 September 2009)."Afriqiyah Helps Connect Libya with More Countries; New Tripoli Terminals Being Built". anna.aero. Retrieved 5 September 2009.
  3. [1] დაარქივებული 2012-10-22 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 15 December 2007.
  4. [2]. Retrieved 15 December 2007.
  5. "Tripoli International Airport" დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine. . LYCAA. Retrieved 1 November 2006.
  6. „Libya's NTC fighters stage final advance in Sirte holdout - CNN.com“. CNN. 12 October 2011.