ტრიონიქსისებრნი (ლათ. Trionychidae) — ოჯახი რბილტყავა კუთა რიგისა. მოიცავს 7 გვარსა და 22 სახეობას. მათი სხეულის სიგრძე 1 მ აღწევს. ბრტყელია და დაფარულია რბილიკანით. თავზე ხორთუმი აქვთ, რომელიც ნესტოებით ბოლოვდება; თათებზე გადაკრული აქვთ საცურაო აპკი. შეუძლიათ თავისა და კისრის შეწევა ფარის ქვეშ. გავრცელებულია აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეებში. ტრიონიქსისებრნი მეტად მოძრავი მტაცებლები არიან, დამატებითი სუნთქვის ორგანოების (ხახის ლორწოვანი გამონაზარდები) მეშვეობით წყალქვეშ დიდხანს დარჩენის საშუალება ეძლევათ. ტრიონიქსისებრნი კანითაც სუნთქავენ.

ლიტერატურა რედაქტირება