ტრიგრაფი (ძვ. ბერძნ. τρι- „სამი“ და ძვ. ბერძნ. γράφω „ვწერ“) — შემადგენელი დამწერლობითი ნიშანი, რომელიც შედგება სამი ასოსაგან და გამოიყენება დამწერლობაში ფონემის და მათი ვარიანტების აღსანიშნავად: მაგალითად, ინგლ. sch სიტყვაში ინგლ. schilling, რომელიც აღნიშნავს ხმას /ʃ/, ფრანგ. eau სიტყვებში ფრანგ. eau, ფრანგ. château.

წარმოშობა რედაქტირება

ძველი დამწერლობითი ტრადიციების ენებში ტრიგრაფები წარმოიქმნება სტიქიურად ენის ხმოვანი შემადგენლობის ცვლილებების გამო. მაგალითად, ტრიგრაფი ინგლ. sch ინგლისურ ენაში წარმოიშვა, როგორც ხმოვანი კომპლექსის /skh/-ის აღსანიშნავად, რომელიც შემდგომში გადავიდა /ʃ/-ში, გერმანულ ენაში იგივე ტრიგრაფი თავდაპირველად აღნიშნავდა ხმათა ერთიანობას /sx/.

ახლად შექმნილ დამწერლობებში ტრიგრაფები (დიგრაფებთან ერთად) დამწერლობის შემქმნელებმა შემოიღეს იმ ხმებისათვის, რომლებსაც არ ჰყოფნით ასოები გამოყენებულ ანბანში. მაგალითად гъь აბაზურ, хъу ადიღეურ და ყაბარდოულ ენებში.

სტატუსი ენაში რედაქტირება

როგორც წესი ტრიგრაფი განიხილება, როგორც სამი ცალკეული ასოს ერთობლიობა, რაც ანბანური მიმდევრობით აისახება ლექსიკონებში და სარჩევებში. მაგრამ ზოგიერთ ენებში დიგრაფებს და ტრიგრაფებს აქვთ საკუთარი ადგილი ანბანში, მაგალითად, უნგრული ტრიგრაფი dzs, რომელიც აღნიშნავს ხმას /d͡ʒ/.

მაგალითები რედაქტირება

ზოგიერთი ტრიგრაფი ლათინურ დამწერლობებში რედაქტირება

  • Eau — ფრანგულ ენაში გამოიყენება ხმისთვის /o/, ასევე ზოგიერთ ინგლისურ სიტყვებში, ნასასხებს ფრანგული ენიდან (beauty /-juː-/, bureaucrat /-ə-/), bureaucracy /-ɑ-/)
  • Gli — იტალიურ ენაში გამოიყენება ხმისთვის /ʎː/ ხმოვნების წინ (i-ის გარდა)
  • Igh — ირლანდიურ ენაში გამოიყენება მახვილის გარეშე არსებული დამაბოლოვებელი ხმისთვის //. ინგლისურ ენაში ასევე შეიძლება განხილული იქნას, როგორც ტრიგრაფი, რომელიც ნიშნავს დიფთონგს //, მაგალითად, სიტყვაში ინგლ. night /naɪt/ „ღამე“
  • Oin — ფრანგულ ენაში გამოიყენება ხმების ერთობლიობისთვის (აღმავალი დიფთონგი) /wẽ/. ტიბეტური პინინში გამოხატავს ხმას /ø̃/ (ალტერნატიული ჩანაწერი ön)
  • Tch — კოისანურ ენა ნაროში გამოიყენება ხმისთვის /ǂʰ/, სანდავეს ენაზე ხმისთვის /tʃʰ/, ინგლისურ ენაში ხმისთვის // როგორც დიგრაფ ინგლ. ch ალტერნატივა ხმის ზოგიერთ მდგომარეობაში.

ტრიგრაფები კირილიცურ დამწერლობებში რედაქტირება

ტრიგრაფები სხვა დამწერლობით სისტემებში რედაქტირება

იაპონურ ენაში კანის ტიპის დამწერლობისას ტრიგრაფები შეიძლება წარმოიქმნას მარცვლების დაწერისას პალატალიზაციასთან ერთად და გრძელი ხმოვანისას, რომლებიც გამოისახება ცალკეული ნიშნებით. მაგალითად, ひょう (ჰირაგანა) / ヒョウ (კატაკანა) ჰიო:.

კორეულ დამწერლობა ჰანგილში არსებობს მხოლოდ ერთი ტრიგრაფი ㅹ. მაგრამ ის არ გვხვდება არც ერთ ტექსტში და არსებითად თეორიული ნიშანია ხმა *//-ის გამოსახატავად. ტრიგრაფი შედგება დიგრაფისგან ㅃ *// და ხელმოწერილი დიაკრიტიკული ნიშნისაგან (წრისაგან), რომელიც მარკირებას უკეთებს თანხმოვანთა ლაბიოდენტალურ რიგს.

ტრიგრაფები ჟესტების ენებზე რედაქტირება

 

ამსლენში (ჟესტების ამერიკული ენა) არსებობს ჟესტი, რომელშიც შეერთებულია ამერიკული დაქტილური ანბანის სამი ნიშანი — i, l და y. ფორმალურად ეს ჟესტი შეიძლება ჩაითვალოს ტრიგრაფად, რადგანაც შედგება ჟესტებისგან, რომლებიც ასოებს გამოსახავენ, მაგრამ მნიშვნელობის მიხედვით ის ინგლისური გამონათქვამის ინგლ. I Love You „მე შენ მიყვარხარ“ აბრევიატურაა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება