ტრიანონის საზავო ხელშეკრულება

ტრიანონის საზავო ხელშეკრულება — საზავო ხელშეკრულება, ერთი მხრივ, პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ ცენტრალურ სახელმწიფოთა ბლოკის მონაწილე უნგრეთსა და მეორე მხრივ ომში გამარჯვებულ „მოკავშირე და გაერთიანებულ სახელმწიფოებს“ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, საბერძნეთი და სხვა) შორის. ხელი მოაწერეს 1920 წლის 4 ივნისს ვერსალის დიდი ტრიანონის სასახლეში. წარმოადგენდა ვერსალ-ვაშინგტონის სისტემის შემადგენელ ნაწილს. ტრიანონის საზავო ხელშეკრულების მიხედვით, რუმინეთს შეუერთდა ტრანსილვანია და ბანატის აღმოსავლეთი ნაწილი; სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს - ხორვატია, ბაჩკა და ბანატის დასავლეთი ნაწილი; ჩეხოსლოვაკიას - სლოვაკია და იმიერკარპატების უკრაინა; ავსტრიას გადაეცა ბურგენლანდის პროვინცია. უნგრეთი უარს ამბობდა ნავსადგურ რიეკაზე (ფიუმე), აგრეთვე უარყოფდა ყველა უფლებას და პრეტენზიას ავსტრია-უნგრეთის მონარქიის ან მის მოკავშირეთა ყოფილ ტერიტორიებზე. ვენის არბიტრაჟების (1938 და 1940 წწ.) შედეგად ტრიანონის საზავო ხელშეკრულებამ მნიშვნელობა დაკარგა.

ხელმოწერის პროცესი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 46.
  • József Kovacsics: Magyarország történeti demográfiája : Magyarország népessége a honfoglalástól 1949-ig, Budapest : Közgazd. és Jogi Kiadó ; 1963 Budapest Kossuth Ny.
  • Lajos Thirring: Az 1869-1980. évi népszámlálások története és jellemzői [kész. a Központi Statisztikai Hivatal Népesedésstatisztikai Főosztályán], Bp. : SKV, 1983

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება