ტრებიის ბრძოლა
მეორე პუნიკური ომის ნაწილი

ტრებიის ბრძოლის სქემა
თარიღი 18 დეკემბერი ძვ. წ. 218
მდებარეობა მდინარე ტრებია, ჩრდილოეთი იტალია
შედეგი ჰანიბალის გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა კართაგენი
მეთაურები
ტიბერიუს სემპრონიუს ლონგუსი ჰანიბალი
ძალები
45 000 31 000
დანაკარგები
20 000 უცნობია
ტრებიის ბრძოლა ვიკისაწყობში

ტრებიის ბრძოლამეორე პუნიკური ომის ბრძოლა, სადაც კართაგენელმა მხედართმთავარმა ჰანიბალმა დაამარცხა რომის არმია ტიბერიუს სემპრონიუს ლონგუსის ხელმძღვანელობით. გაიმართა ძვ. წ. 218 წელს ჩრდილოეთ იტალიაში მდინარე ტრებიის ნაპირზე.

ძვ. წ. 218 წლის დეკემბერში კართაგენის არმია მდინარე ტრებიას მარცხენა ნაპირს მიადგა. ჰანიბალმა თავის უმცროს ძმა მაგონს დაავალა, ათასი ქვეითითა და ათასი მხედრით მდინარე ტრებიას აღმა აჰყოლოდა და მის ზემო წელზე ჩასაფრებულიყო. ნუმიდიელი ცხენოსნები კი გამოწვევის მიზნით რომელთა ბანაკს გაუსია, რომლებიც მოწინააღმდეგის ბანაკს გარს უვლიდნენ ისრების სროლითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით[1]. დანარჩენ მეომრებს კი საომრად მზადყოფნისაკენ მოუწოდა. ლონგუსი წამოეგო ანკესს, აჰყარა არმია და ბრძოლაში ჩაბმის ბრძანება გასცა. ნუმიდიელებმა მცირედი ბრძოლის შემდეგ გეგმის თანახმად უკან დახევა დაიწყეს და მდინარე უკანვე გადალახეს, რომაელები კვალში მიჰყვნენ და დეკემბრის სუსხიან დღეს, თოვლჭყაპში, მდინარე გადალახეს, სადაც ჰანიბალის ძირითადი რაზმი მათ უკვე ელოდებოდათ. პირველმა შეტაკებამ ცხადყო კართაგენელთა უპირატესობა, მალე მდინარის ზემოთში ჩასაფრებულმა მაგონმა მოწინააღმდეგეს ზურგიდან დაარტყა. რომის განწირულმა არმიამ კართაგენელების ალყიდან თავი ძლივს დააღწია და დაახლოებით 10 ათასი კაცით თავი ქ. პლაცენციას შეაფარა[2].

ტრებიასთან ბრძოლაში კარგად გამოჩნდა ჰანიბალის, როგორც მხედართმთავრის, ღირსებანი. ამ გამარჯვებამ კართაგენელებს რომისაკენ გაუხსნა გზა. ტრებიას ბრძოლის შემდეგ მთელი ციზალპიური გალია, რამდენიმე უმნიშვნელო ტომის გამოკლებით, ჰანიბალის მხარეზე გადავიდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლატარია თ., კილასონია ე., 100 საუკეთესო ბრძოლა, თბ., 2010
  • ქავთარია გ. ჰანიბალი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 62, თბ., 1979

სქოლიო რედაქტირება

  1. ლატარია თ., კილასონია ე., 100 საუკეთესო ბრძოლა, თბ., 2010, გვ., 47
  2. ქავთარია გ. ჰანიბალი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 62, თბ., 1979, გვ., 53