ტრანსცენდენტური ფუნქცია

ტრანსცენდენტური ფუნქცია — ფუნქცია, რომელიც ანალიზურია და არ არის ალგებრული(იხ. ალგებრული ფუნქცია). ტრანსცენდენტური ფუნქციაა მაგალითად: მაჩვენებლიანი ფუნქცია, ლოგარითმული ფუნქცია, ტრიგონომეტრიული ფუნქცია და სხვ. თუ ტრანსცენდენტურ ფუნქციას განვიხილავთ როგორც კომპლექსური ცვლადის ფუნქციას, მაშინ მისი დამახასიათებელი თვისებაა პოლუსებისა და სასრული რიგის განშტოების წერტილებისგან განსხვავებული თუნდაც ერთი განსაკუთრებული წერტილის არსებობა. ტრანსცენდენტური ფუნქციის საფუძვლები მოცემულია ანალიზურ ფუნქციათა თეორიაში[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 40.