ტრანსფორმატორი (ლათ. transformo — გარდამქმნელი) — სტატიკური ელექტრომაგნიტური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ელექტრომაგნიტური ინდუქციის საშუალებით ცვლადი დენის წრედში ერთი ძაბვის მეორე ძაბვად გარდაქმნისთვის, სიხშირის შეუცვლელად და სიმძლავრის მცირე დანაკარგებით.

სამფაზა დამადაბლებელი ტრანსფორმატორი

ტრანსფორმატორი შედგება ერთი ან რამდენიმე კოჭისაგან, რომელზეც დახვეულია იზოლირებული გამტარები და მოქცეულია ერთიან მაგნიტურ ველში. ეს გამტარები დახვეულია მაგნიტურ გულარზე, რომელიც დამზადებულია ფერომაგნიტური მასალისაგან. თუ ტრანსფორმატორი შედგება ერთი კოჭისაგან მას ავტოტრანსფორმატორი ეწოდება.

ტრანსფომატორის მოქმედების პრინციპი დამყარებულია ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენაზე. პირველად კოჭაში ცვლადი დენის გავლისას, გულარში ჩნდება ცვლადი მაგნიტური ნაკადი, რომელშიც, პრაქტიკულად, მხოლოდ გულარის შიგნით არსებობს და ერთნაირია ყველა კვეთაში. ამის გამო ინდუქციის ემ ძალის მყისი მნიშვნელობა პირველადი თუ მეორეული გრაგნილის ნებისმიერ ხვიაში ერთნაირია.

ცხადია, რაც მეტია კოჭას ხვიათა რიცხვი, მით მეტია მასში აღძრული ინდუქციის ემ ძალა და ძაბვა ამ კოჭას ბოლოებზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • (1955) Industrial Power Systems Handbook. McGraw-Hill. 
  • Calvert, James. (2001)Inside Transformers. University of Denver. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 9, 2007. ციტირების თარიღი: May 19, 2007.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: