პორტ-საიდის სტადიონის ტრაგედია

(გადამისამართდა გვერდიდან ტრაგედია პორტ-საიდის სტადიონზე)

პორტ-საიდის სტადიონის ტრაგედია — 2012 წლის 1 თებერვალს, ეგვიპტის ქალაქ პორტ-საიდში მოხდა. ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ „ალ-მასრსა“ და კაიროს საფეხბურთო კლუბ „ალ-აჰლს“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩი ანგარიშით 3-1 დასრულდა. მატჩის დასრულებისას ორივე გუნდის გულშემატკივრები მოედანზე ჩავიდნენ და მასობრივი ჩხუბი წამოიწყეს, რასაც სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა: დაიღუპა 79 და დაშავდა 1000-ზე მეტი კაცი. ფეხბურთელებმა თავს გასახდელში გაქცევით უშველეს. ტრაგედიის შემდეგ ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის ყველა მატჩი გაურკვეველი ვადით გადადო. მალევე აღშფოთებულმა გულშემატკივრებმა კაიროს სტადიონებს ცეცხლი წაუკიდეს. ეგვიპტის პოლიციამ 50-მდე კაცი დააპატიმრა, ქალაქის ქუჩებში ეგვიპტის არმია გამოჩნდა. კაიროს მმართველი პირები გადააყენეს.

გამოძიება და სასამართლო პროცესი რედაქტირება

2013 წლის იანვარში ეგვიპტის სასამართლომ 73-დან 21 დაპატიმრებულს სიკვდილი მიუსაჯა. ამის გამო სიკვდილმისჯილთა ნათესავებმა და მეგობრებმა საპატიმროზე შტურმი მოაწყეს. მათ მმართველი ძალის ოპოზიციაც შეუერთდა. ეგვიპტის ხელისუფლება იძულებული გახდა ქალაქში არმია და საბრძოლო ტექნიკა გამოეყვანა. არეულობების დროს ორი პოლიციელი და 20 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 250-მდე კი დაშავდა.

მატჩის სპორტული დეტალები რედაქტირება

სტადიონი: პორტ-საიდი, პორტ-საიდი
მაყურებლები: ?
1 თებერვალი 2012
15:30 UTC+2
ალ-მასრი 3:1 (0:1) ალ-ახლი
მსაჯი: ?
ზაქარია, 72', 83'
ა. სისე, 90+2'
ოქმი ფაბიო ჯუნიორი, 11'
ალ-მასრი:
მეკ 32   აჰმედ აშ-შენავი
2   აჰმედ ფავზი
40   საად სამირი
7   ოსამა სააბი
20   აიმან საიბი   65'
18   აბდულ ნაგა   72'
10   მაჰმუდ აბდულ აკიმი   88'
33   ოსამ ჰასანი   75'
9   მომენ ზაქარია   82'   90'
5   ისიაკა ელიასუ
19   აბდულაიე სისე
სათადარიგო:
14   აჰმედ მაჰდი   88'
36   მაჰმუდ ტობა   90'
30   აჰმედ შერვედა   72'
მწვრთნელი:
  ოსამ ჰასანი
ალ-აჰლი (კაირო):
მეკ 1   შერიფ ეკრამი
24   აჰმედ ფათი
17   საიდ მოავადი
4   შერიფ აბდელ-ფადილი
23   მუჰამედ ნაგიბი
14   ჰოსამ გალი     75', 75'
25   ოსმა აშური
8   მუჰამედ ბარაკატი   86'
19   აბდალა საიდი
21   ფაბიო ჯუნიორი   81'
15   მოჰამედ ნაგი   69'
სათადარიგო:
22   მოჰამედ აბუტრიკა   86'
30   შეჰაბ აჰმედი   69'
18   ალ-ჰამდი   81'
მწვრთნელი:
  მანუელ ჟოზე