ტოფუ, აგრეთვე სოიას ხაჭო, ანდა უფრო იშვიათად ლობიოს ყველი, (ჩინურად 豆腐 dòufu; იაპონურად 豆腐, tōfu; კორეულად: 豆腐/두부, ვიეტნამურად 豆腐 Đậu phụ (ასევე: đậu hủ, tàu hủ); რევიდირებული ვარიანტია: dubu: tubu) არის ჩინური და აქედან გამომდინარე მთელს სამხრეთსა და აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული სურსათის სახეობა. ეს საკვები პროდუქტი დასავლეთშიც სულ უფრო და უფრო ცნობადი ხდება. ტოფუს განსაკუთრებით ხშირად მოიხმარენ ვეგეტარიანელები და ვეგანები.

ტოფუ

ტოფუს ამზადებენ თეთრი სოიას მონაცომი მასისაგან, რომლის კოაგულაციის დროსაც სოიას რძე წარმოიქმნება. ხაჭოს კი, რომელიც ამ რძისაგან კეთდება, მცირე ბლოკებად, ფორმებად გამოწურავენ. დამზადების ეს პროცედურა ძალიან ჰგავს ყველის (რძისაგან) ამოყვანის ტექნოლოგიას.

ისტორია რედაქტირება

ტოფუს ისტორიულად ზუსტი წარმოშობისა და დამზადების ტექნოლოგიის (ან ამ ტექნოლოგიის განვითარების) შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. სამაგიეროდ არსებობს უამრავი თეორია, ან უფრო სპეკულაცია ტოფუს წარმოშობის შესახებ, რომლებიც ძალიან ჰგავს ლეგენდებს. ამ მხრივ ტოფუს წარმოშობის ისტორია ძალიან ჰგავს ყველის ან კარაქის წარმოშობისას.

ერთი რამ ცხადია, ტოფუს დამზადების წესს ადამიანები ამა თუ იმ ფორმით უძველესი დროიდან იცნობდნენ. ტოფუს ჯერ ჩვ. წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში ამზადებდნენ ჩინეთის იმპერიაში, ხოლო გავრცელება ჰპოვა იაპონური ქრონოლოგიით ნარას ხანიდან (VIII საუკუნე) კორეასა და ოდნავ მოგვიანებით მთელს აზიაში. იაპონიაში მას „ტოფუ“ უწოდეს. ამ სამ ქვეყანაში ისევე როგორც ვიეტნამსა და ტაილანდში ტოფუ იქცა მთავარ საკვებ პროდუქტად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • William Shurtleff, Akiko Aoyagi: History of Tofu and Tofu Products (965 CE to 2013). Soyinfo Center, 2013, ISBN 978-1-928914-55-6, online (PDF; 55,26 MB), auf soyinfocenter.com, abgerufen am 17. Februar 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტოფუ&oldid=4469693“-დან