ტოფიგ ალაკბარ ოღლუ გულიევი (აზერ. Tofiq Ələkbər oğlu Quliyev; დ. 7 ნოემბერი, 1917 წელი, ბაქო, რუსეთის სფსრ - გ. 4 ოქტომბერი, 2000 წელი, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი.[1]

ტოფიგ ალაკბარ ოღლუ გულიევი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 ნოემბერი, 1917
დაბ. ადგილი ბაქო, რუსეთის სფსრ
წარმოშობა აზერბაიჯანელები
გარდ. თარიღი 4 ოქტომბერი, 2000 (82 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა ომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
ხელმოწერა
საიტი tofiqquliyev.musigi-dunya.az
ტოფიგ გულიევი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

ტოფიგ გულიევი დაიბადა 1917 წლის 7 ნოემბერს, ბილგეში, ბაქო. მუსიკალური ნიჭის გამო 12 წლის ასაკში ის გახდა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი, შემდეგ 1934 წელს იგი გახდა ბაქოს კონსერვატორიის სტუდენტი, სადაც სწავლობდა ორ ფაკულტეტზე - ფორტეპიანოს (პროფესორ აისბერგის კლასში) და კომპოზიციის (პროფესორ ს.გ. შტრასერის კლასში). 1936 წელს, აზერბაიჯანის განათლების ეროვნულმა კომიტეტმა უზიირ ჰაჯიბეიოვის რჩევით და ინიციატივით, ტოფიგ გულიევი მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაგზავნა. ის იქ სწავლობდა პროფესორ ნეიჰაუზის ფორტეპიანოს კლასში. მალე მან დაიწყო მუშაობა პიანისტად იმ დროის ცნობილ ორკესტრში ა.ზფასმანის ხელმძღვანელობით, სადაც მუშაობდა 1939 წლამდე.[2]

იგი გარდაიცვალა 2000 წლის 5 ოქტომბერს, 82 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალეს საპატიო დაკრძალვის ხეივანში ბაქოში.

შემოქმედება რედაქტირება

1931 წელს, ბაქოს ასაფ ზეინალის მუსიკალურ სკოლაში სწავლისას, ტოფიგ გულიევმა მასწავლებლის რჩევით დაწერა სიმღერა მირზა ალაკბარ საბირის ლექსზე - ,,სკოლის მოსწავლის შესახებ". 1935 წლიდან ტოფიგ გულიევმა დაიწყო დირიჟორად მუშაობა აზერბაიჯანის დრამატულ თეატრში. ტოფიგ გულიევი იყო ერთ-ერთი შემოქმედებითი პიროვნება, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია აზერბაიჯანული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციას. 1936 წელს მის მიერ (კომპოზიტორ ზ. ბაგიროვთან ერთად) გამოვიდა მუღამის ჟანრის კომპოზიციები ,,რასტი", ,,სეგა", ,,ზაბული" და ,,დუგა".

1939 წელს, ბაქოში დაბრუნებისთანავე, ტოფიგ გულიევი ჩაერთო საორგანიზაციო სამუშაოებში ეროვნული ორკესტრის დაარსების მიზნით, რომლის შექმნაც დაემთხვა 1941 წელს დიდი სამამულო ომის დაწყებას. ორკესტრი წითელი არმიის 402-ე ქვეითი დივიზიისთვის იყო გამოყოფილი და ომის დროს კონცერტებს მართავდა წინა ხაზზე. ტოფიგ გულიევმა დაწერა მრავალი პატრიოტული სიმღერა დივიზიისთვის: ,,არცერთი ნაბიჯი წინ!", ,,ნაზი ხელი", ,,რუსი გოგონას შესახებ", ,,მებრძოლის სიმღერა". 1943 წელს ანსამბლი ორად გაიყო. ერთ-ერთ მათგანს, სახელად Red Naval დაერქვა, რომელსაც მართავდა ტოფიგ გულიევი. ანსამბლი ხშირად გამოდიოდა კავკასიაში, ყირიმში, დადიოდა კონცერტებზე ირანში არმიის ნაწილებისთვის.

1940-იან წლებში ტოფიგ გულიევმა დაიწყო მუშაობა კინოშიც. ამ პერიოდში მან დაწერა უამრავი სიმღერა, რომელიც ეძღვნება სამშობლოს - ,,სიმღერა სამშობლოს შესახებ", ,,აზერბაიჯანი", ,,ალა დაგი". ტოფიგ გულიევმა ასევე შემოქმედებითი თანამშრომლობა დაიწყო გამოჩენილ მომღერალ რაშიდ ბეჰბუდოვთან. შემოქმედებით დუეტს ჰქონდა საკონცერტო გასტროლები საბჭოთა კავშირის ქალაქებში, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა. კრებულები ,,აზერბაიჯანის ეროვნული ცეკვები" (1951), ,,აზერბაიჯანის 15 ეროვნული ცეკვა" (1955) და ორტომიანი გამოცემა ,,აზერბაიჯანული სიმღერები" (1956–1958) იყო ტოფიგ გულიევის ექსპედიციების შედეგი. შემდგომ წლებში კომპოზიტორმა განაგრძო ფოლკლორული მასალების ჩაწერა და დამუშავება. 1950-60-იან წლებში მან დაამუშავა არაბული, ინდური, ბულგარული და ჩინური სიმღერები.

აქტიურობა კინოში რედაქტირება

ტოფიგ გულიევს დაწერილი აქვს მრავალი სიმღერა ფილმებისათვის, როგორიცაა: ,,შეხვედრა" (1955), ,,საყვარელი სიმღერა" (1955), ,,დედინაცვალი" (1958), ,,ტელეფონისტი გოგონა" (1962), ,,ნესიმი" (1973), ,,დერვიში აფეთქებს პარიზს" (1976), ,,ლომი გაიქცა სახლიდან" (1977), ,,ბედნიერების ღირებულება" (1976), ,,დედამთილი" (1978), ,,სამოთხე არ დაგხვდება აქ“ (1982), „მოგონებები ბროწეულის ხის შესახებ“ (1984), „გარეთ“ (1991).[3]

ხსოვნა რედაქტირება

2009 წელს რუსეთის საინფორმაციო-კულტურულ ცენტრში გაიმართა კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Кулиев Тофик Алекпер оглы“. КИНО-ТЕАТР.ru.
  2. „Tofig Guliyev-Musical Golden Oldies“. Azerbaijan İnternational.
  3. „Tofiq Quliyev“.
  4. „В РИКЦ вспоминали Тофика Кулиева“. Zerkalo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2021-10-25.