ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში; გამოირჩევა მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

Parque Nacional Torres del Paine

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
კუერნოს-დელ-პაინე და პეოეს ტბა
მდებარეობა მაგალიანესი და ჩილეს ანტარქტიკის რეგიონი
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
უახლოესი ქალაქი პუერტო-ნატალესი
ფართობი 2400 კმ²
დაარსდა 1959
მმართველი ორგანო ჩილეს ეროვნული სატყეო კორპორაცია

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
კუერნოს-დელ-პაინე ტიპურ პატაგონიურ ამინდში