ტორდესილასის ხელშეკრულება

ტორდესილასის ხელშეკრულება დაიდო 1494 წლის 7 ივნისს, ტორდესილასში (ესპანეთი), რომის პაპის ალექსანდრე VI-ის ინიციატივით, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის. ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილ იქნა გამყოფი ხაზი, დასავლეთის გრძედის 46° მერიდიანი, რომლის დასავლეთით აღმოჩენილი ყველა ახალი ტერიტორია ცხადდებოდა ესპანეთის საკუთრებად, ხოლო მისგან აღმოსავლეთით აღმოჩენილი ახალი მიწები პორტუგალიის სამფლობელოებად.

ტორდესილასის ხელშეკრულების ორიგინალი
დასავლეთის 46° მერიდიანი (მარცხნივ)

მაგრამ შემდგომში პორტუგალიელებმა დაარღვიეს ეს ხელშეკრულება, როდესაც მერიდიანის დასავლეთითაც აითვისეს მიწები და შექმნეს კოლონია ბრაზილია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება