ტოომპეის ციხესიმაგრე

ტოომპეის ციხესიმაგრე (ესტ. Toompea loss) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ესტონეთში, მდებარეობს ტალინის ცენტრში. წარმოადგენს ესტონეთის უძველეს და უდიდეს არქიტექტურულ კომპლექსს.

ტოომპეის ციხესიმაგრე

ციხესიმაგრე ააგეს XIII-XIV საუკუნეებში ტოომპეის ბორცვის ციცაბო ფერდობზე, ზღვის დონიდან 50 მეტრზე. საუკუნეების განმავლობაში ციხესიმაგრე იყო ქვეყნის ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. XIV საუკუნის ბოლოს ციხესიმაგრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ააშენეს 48 მეტრიანი სათვალთვალო კოშკი დიდი ჰერმანი (სახელწოდება მიიღო შუა საუკუნეების გმირის Lange Hermann-ის მიხედვით).

საბჭოთა პერიოდში ციხესიმაგრეში მდებარე შენობაში განთავსებული იყო ესტონეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭო. ამჟამად იქ განთავსებულია ესტონეთის პარლამენტი - რიიგიკოგუ დიდ ჰერმანზე კი აღმართულია ესტონეთის დროშა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება