ტონი მიშელ ბრექსტრონი (ინგლ. Toni Michelle Braxton; დ. 7 ოქტომბერი, 1967, სევერნი, მერილენდი) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, ჩანაწერის პროდიუსერი, მუსიკის ტექსტების ავტორი და მსახიობი. 1980-იან წლებში თავის დებთან ერთად მღეროდა ჯგუფში The Braxtons.

ტონი ბრექსტონი

ბრექსტონი 2015 წელს
მშობლიური სახელი Toni Braxton
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი, 1967 (1967-10-07) (56 წლის)[1][2]
სევერნი, მერილენდი, აშშ
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მსახიობი
  • ჩანაწერის პროდიუსერი
აქტიური 1989-დღემდე
მეუღლე(ები) კერი ლუისი (იქ. 2001; გაშორდა 2013)
პარტნიორ(ებ)ი ბრაიან უილიამსი (2016-დღემდე)
შვილ(ებ)ი 2
მუსიკალური კარიერა
ინსტრუმენტები
  • ვოკალი
  • ფორტეპიანო
ჟანრი
ასოციაციები
ლეიბლი
საიტი tonibraxton.com

1990-იან წლებში ბრექსტონმა მიიპყრო პროდიუსერების ელ-რეი რიდისა და Babyface-ის ყურადღება და ხელშეკრულება გააფორმა LaFace Records-თან. მისივე სახელის მქონე სადებიუტო ალბომმა Toni Braxton (1993)[5] Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილს მიაღწია[6] და გაიყიდა 10 მილიონი ასლის რაოდენობით.[7][8] ალბომში შედიოდა ისეთი განთქმული სინგლები როგორებიცაა „Another Sad Love Song“ და „Breathe Again“. ალბომმა ბრექსტონს მოუტანა სამი გრემის ჯილდო.[9]

1996 წელს გამოსულ მეორე ალბომ Secrets-ს კიდევ ურო მეტი წარმატება ხვდა წილად, სადაც შედიოდა სინგლები „You're Makin' Me High“ და „Un-Break My Heart“. ალბომის გაყიდვებმა 15 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია.[10] „Un-Break My Heart“ იქცა ტონი ბრექსტონის პირველ სინგლად, რომელიც აშშ-ის Billboard Hot 100-ის ჩარტში საუკეთესო ათეულში მოხვდა. ამ ალბომისთვის ბრექსტონს გადაეცა ორი გრემი.

მისი მესამე ალბომი The Heat (2000) გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე აღმოჩნდა,[11] ხოლო სინგლმა „He Wasn't Man Enough“ Billboard Hot 100-ის ჩარტში მეორე ადგილს მიაღწია და მომღერალს რიგით მეექვსე გრემი მოუტანა.[12]

ბრექსტონმა აგრეთვე გამოსცა ალბომები: More Than a Woman (2002), Libra (2005) და Pulse (2010). 2014 წელს რეპერ Babyface-თან ერთად გამოუშვა ალბომი Love, Marriage & Divorce, რისთვისაც 2015 წელს მეშვიდე გრემი გადაეცა.[13]

კაერიერის განმავლობაში ბრექსტონმა გაყიდა 67 მილიონი ჩანაწერი, მათ შორის 41 მილიონი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით. მან ჯამში მიიღო შვიდი გრემი,[14] ერთი ბილბორდის მუსიკალური ჯილდო, შვიდი ამერიკული მუსიკის ჯილდო და სხვა.

აშშ-ის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ იგი ყველა დროს ერთ-ერთ ყველაზე კომერციულად წარმატებულ მომღერლად დაასახელა.

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Taylor, Derrick Bryson. (7 ოქტომბერი, 2012) Happy 45th Birthday, Toni Braxton!. Essence. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი, 2013.
  2. PHOTOS: Toni Blows Out The Candles For Her 46th Birthday (7 ოქოტმბერი, 2012). ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2016.
  3. Huey, Steve. Toni Braxton – Music Biography, Credits and Discography. AllMusic. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2012.
  4. Otterson, Joe. (6 ოქტომბერი, 2015) Lifetime Finds Its Toni Braxton for Biopic. TheWrap. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2016.
  5. Toni Braxton: Music: Toni Braxton. Amazon.com. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2006.
  6. Toni Braxton Chart History (Billboard 200). Billboard. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2018.
  7. Toni Braxton Back On Top After Bankruptcy. Jet (17 ივლისი, 2000). ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2010.
  8. Maza, Erik. (11 აპრილი, 2011) Toni Braxton's decade-long record sales slump. The Baltimore Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 11, 2016. ციტირების თარიღი: May 6, 2018.
  9. Toni Braxton. Yahoo! TV (14 მარტი, 2003). ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2006.
  10. (17 ივლისი, 2000) Jet – Google Livros. Books.google.com. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2010. 
  11. Billboard 200 Albums – Year-End 2000". Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი, 2018.
  12. Taylor, Chuck. (19 October 2002) Braxton is back with 'More'. Billboard. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2017.
  13. The Official Site of Music's Biggest Night. GRAMMY.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი, 2012. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2015.
  14. grammy.com