ტონგატაპუს კუნძულები

ტონგატაპუს კუნძულები (ინგლ. Tongatapu islands) — ტონგის სამეფოს კუნძულთა ჯგუფი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ფართობი 260,48 კმ², მოსახლეობა 75 416 ადამიანი[1] (2011 წელი), რაც შეადგენს ტონგის სამეფოს მთელი მოსახლეობის 73,04 %-ს. კუნძულ ტონგატაპუზე მდებარეობს ტონგის დედაქალაქი ნუკუალოფა და ფუაამოტუს საერთაშორისო აეროპორტი. ადმინისტრაციულად კუნძულთა ჯგუფი შედის ტონგატაპუს ოლქში.

ტონგატაპუს კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Tongatapu islands

კუნძული ტონგატაპუ ზევით და კუნძული ეუა ქვევით
გეოგრაფია
21°12′41″ ს. გ. 175°09′11″ დ. გ. / 21.21139° ს. გ. 175.15306° დ. გ. / -21.21139; -175.15306
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
მთავარი კუნძული ტონგატაპუ
ფართობი 260,48 კმ²
უმაღლესი წერტილი 65 მ
ოლქი ტონგატაპუს ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა 75 416 (2011)
სიმჭიდროვე 289,527 ად. /კმ²

გეოგრაფია რედაქტირება

 
ტონგატაპუს კუნძულების რუკა

ქვეყანაში ყველაზე სამხრეთით მდებარე კუნძულთა ჯგუფი. ჯგუფში ყველაზე დიდი კუნძულია ტონგატაპუ. მის გარდა ჯგუფში ასევე შედის სხვა კუნძულებიც:

კუნძული მოსახლეობა,
ად. (1996)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
‘Ataa 2 0,22
‘Atataa 234 0,52 450,0
‘Eueiki 56 1,06 52,8
Fafaa 10 0,09 111,1
Nukunukumotu 24 1,32 18,2
‘Oneata 3 0,06
‘Onevai 8 0,03
Pangaimotu 29 0,13 223,1
Velitoa Hahake 10 0,01
Velitoa Hihifo 17 0,01
Tongatapu 66 586 257,03 259,1
სულ 66 979 260,48 257,1

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება