ტომსკი

ქალაქი რუსეთში

ტომსკი (რუს. Томск) — ქალაქი რუსეთში. ტომსკის ოლქისა და ტომსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დასავლეთ ციმბირის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ტომის ნაპირზე.

ქალაქი
ტომსკი
რუს. Томск
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
შიდა დაყოფა ლენინის რაიონი, კიროვსკის რაიონი, სოვეტსკის რაიონი და ოქტიაბრსკის რაიონი
კოორდინატები 56°29′19″ ჩ. გ. 84°57′08″ ა. გ. / 56.48861° ჩ. გ. 84.95222° ა. გ. / 56.48861; 84.95222
მმართველი ივან კლიაინი
დაარსდა 1604
ფართობი 294.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80 მეტრი
მოსახლეობა 572 740 (2017)[1]
სასაათო სარტყელი UTC+07:00[2]
სატელეფონო კოდი 3822
საფოსტო ინდექსი 634000–634999
ოფიციალური საიტი https://www.admin.tomsk.ru/
ტომსკი — რუსეთი
ტომსკი

ტომსკი არის ციმბირში უძველესი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციური ცენტრი. ქალაქში არის ცხრა უმაღლესი სასწავლებელი, 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და ექვსი ბიზნეს-ინკუბატორი. არის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქების ასოციაციის წევრი.

ქალაქი მდიდარია XVIII-XX საუკუნეების ხისა და ქვის არქიტექტურული ძეგლებით.

ქალაქში ცხოვრობს 574 002 ადამიანი. ტომსკი ქალაქ-თანამგზავრ სევრსკთან ერთად ქმნის საქალაქო აგლომერაციას, რომლის მოსახლეობის რაოდენობაა 728 000 ადამიანი.

გეოგრაფია რედაქტირება

ტომსკი მდებარეობს დასავლეთ ციმბირის დაბლობის საზღვარზე, მდინარე ტომის მარჯვენა სანაპიროზე, 50 კილომეტრში მდინარის ობთან შესართავიდან. ქალაქი მდებარეობს ტაიგის ზონაში. მოსკოვიდან დაშორებულია 3 500 კილომეტრით.

ისტორია რედაქტირება

1604 წლის 20 იანვარს ბორის გოდუნოვის სამეფო კარს ეწვია ეუშტინების თათარი თავადის ელჩობა, რომელმაც თხოვა რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლა და მდინარე ტომზე ციხესიმაგრის დაარსება რათა ეუშტინელები დაეცვათ ენისეის ყირგიზებისა და ყალმუხების თავდასხმებისაგან. მართლაც 1604 წლის 7 ოქტომბრისათვის ყველა სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

ადმინისტრაციული მოწყობა რედაქტირება

რუსეთის ოლქების ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობის მიხედით ტომსკი არის საოლქო დაქვემდებარების ქალაქი. იყოფა ოთხ რაიონად (კიროვის, ლენინის, ოქტომბრისა და საბჭოთა).

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება