ტომას პეინი (ინგლ. Thomas Paine; დ. 9 თებერვალი ან 29 იანვარი 1737, თეტფორდი, დიდი ბრიტანეთი — გ. 8 ივნისი, 1809, ნიუ-იორკი, აშშ) — აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი. XVIII საუკუნის განმანათლებლობის რევოლუციური ფრთის წარმომადგენელი. 1774 წელს პეინი გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1777–1779 წლებში იყო აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მდივანი. 1781 წელს მონაწილეობდა მოლაპარაკებაშისაფრანგეთის მთავრობის მიერ ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიებისადმი დახმარების გაწევის შესახებ. 1787 წელს საცხოვრებლად გადავიდა ევროპაში, სადაც წერს ტრაქტატს "ადამიანის უფლებები" (1791-92), რომელშიც იცავს საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის პრინციპებს, ავითარებს ხალხის სუვერენიტეტისა და რესპუბლიკანიზმის იდეას.

ტომას პეინი
დაბადების თარიღი 29 იანვარი (9 თებერვალი), 1737[1] [2] [3]
დაბადების ადგილი თეტფორდი
გარდაცვალების თარიღი 8 ივნისი, 1809(1809-06-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი გრინვიჩ-ვილიჯი[10]
დასაფლავებულია ნიუ-როშელი
საქმიანობა ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, მწერალი[11] , მეწარმე, ჟურნალისტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი
ენა ფრანგული ენა და ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის სამეფო
აშშ
 დიდი ბრიტანეთის სამეფო
 საფრანგეთის სამეფო
საფრანგეთის სამეფო
საფრანგეთი
აშშ
ალმა-მატერი Thetford Grammar School
Magnum opus Common Sense, The Age of Reason და Rights of Man
მეუღლე Mary Lambert და Elizabeth Ollive
ხელმოწერა

წიგნში "აგრარული სამართალი" (1797) პეინი კიცხავდა საკუთრების განაწილების სისტემას და მიუთითებდა, რომ კაპიტალისტები მუშების შრომით მდიდრდებიან. პეინი ათეისტური ტრადიციის ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკაში. ნაშრომში " "გონების საუკუნე" (1794) იგი გონების ძალას უპირისპირებდა რელიგიურ ცდუნებას. 1802 წელს პეინი დაბრუნდა ამერიკაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118591215 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Thomas Paine / Assemblée nationale
  4. SNAC — 2010.
  5. Find a Grave — 1996.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Pinson G., Thérenty M. Médias 19 — 2011. — ISSN 1927-0178
  8. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. Internet Philosophy Ontology project
  10. http://www.ushistory.org/paine
  11. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.