ტოლობა — ობიექტთა ურთიერთშეცვლის მიმართება, რომლითაც მათი ურთიერთშეცვლის ძალით თვლიან ტოლად. ტოლობის ასეთი გაგება მომდინარეობს გოტფრიდ ლაიბნიციდან. ურთიერთშეცვლა შეიძლება იყოს მეტნაკლებად სრული (რაც დამოკიდებულია ტოლობის სიღრმეზე), მაგრამ საერთოდ ის ყოველთვის ფარდობითია, რადგანაც გასატოლებელი ობიექტები, იქნება ეს ობიექტური სამყაროს საგნები თუ ჩვენი აზრები (იდეები, ცნებები, გამონათქვამები და სხვა), ინდივიდუალური და განუმეორებელია. ურთიერთშეცვლის სისრულის ხარისხი ბუნებრივად იზრდება მსგავსებიდან იგივეობამდე.

ტოლობის მიმართების თვისებები: რეფლექსურობა (თითოეული ობიექტი თავის ტოლია); სიმეტრიულობა (თუ , მაშინ ) და ტრანსიტიულობა (თუ , ხოლო , მაშინ ). ასოით ტოლობას, რომელიც მართებულია მასში შემავალი ასოების ყველა რიცხვითი მნიშვნელობისათვის, იგივეობას უწოდებენ.

ლიტერატურა რედაქტირება